„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №31 |
|
2024 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 30-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1.
|
„განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის №58 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016495) დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ წესის მიზანია: ა) შექმნას მოხმარებული ელექტროენერგიის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოების დადასტურების გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული მექანიზმი; ბ) საბოლოო მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის განვითარებას და შეამციროს მოხმარებული ელექტროენერგიის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე; გ) დაადგინოს მოხმარებული ელექტროენერგიის წყაროს წილის გაანგარიშებისა და მომხმარებლის ინფორმირების მექანიზმები. 2. ეს წესი ადგენს: ა) განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის, გადაცემის, იმპორტ-ექსპორტისა და გამოთხოვის პირობებს; ბ) წარმოშობის სერტიფიკატის რეესტრის ადმინისტრირებისა და სარგებლობის პირობებს; გ) მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის ენერგიის ნაზავის გამჟღავნების წესს; დ) ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავისა და მიმწოდებლის ენერგიის ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგიას. 3. ეს წესი არ ვრცელდება წარმოშობის სერტიფიკატით ვაჭრობაზე.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განაცხადი – განმცხადებლის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის რეესტრში ანგარიშის გახსნასთან, მათ შორის, წარმოების საშუალების პირველად რეგისტრაციასთან, წარმოების საშუალების რეგისტრაციის განახლებასთან ან დამატებითი წარმოების საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაგზავნილი მოთხოვნა;“; ბ) „გ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) განმცხადებელი – ამ წესის შესაბამისად რეესტრით სარგებლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ანგარიშის გახსნის მოთხოვნით, განაცხადით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს; დ) წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოშობის სერტიფიკატის ასახვა შესაბამისი ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე; ე) ანგარიშის მფლობელი – ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომლის მოთხოვნა ანგარიშის გახსნაზე დაკმაყოფილდა;“; გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გამჟღავნება – მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის ქვითრის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება მოხმარებული ენერგიის წყაროს წილის შესახებ; მ) ელექტროენერგიის წარმოების საშუალების აუდიტი – რეესტრში მითითებული ინფორმაციის სისწორის დადასტურების მიზნით უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების მონაცემების დოკუმენტური შემოწმება ან/და ადგილზე დათვალიერება;“; დ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ – „შ“ ქვეპუნქტები: „რ) ტრეიდერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვაჭრობს წარმოშობის სერტიფიკატით; ს) გამცემი ორგანოების ასოციაცია (AIB) – საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, მათ შორის უზრუნველყოფს წარმოშობის სერტიფიკატების გადაცემას თავის წევრ გამცემ ორგანიზაციებს შორის; ტ) საანგარიშო წელი – კალენდარული წლის პირველი აპრილიდან მომდევნო კალენდარული წლის 31 მარტის ჩათვლით უწყვეტი, 12 თვიანი პერიოდი, რომელიც მიემართება იმ კალენდარულ წელს, რომელშიც მოხდა წარმოშობის სერტიფიკატის ტრანზაქციის შესაბამისი ელექტროენერგიის გამომუშავება და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდება; უ) მესამე ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარე არ არის; ფ) ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი – საქართველოს ჯამური წლიური ენერგეტიკული ნაზავი, გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატებით დაფარული წილის გამოკლებით; ქ) მიმწოდებლის ენერგიის ნაზავი – მიმწოდებლის მთლიან პორტფელში, ყველა საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობაში, თითოეული ენერგიის წყაროს წილი; ღ) მიწოდების ხელშეკრულების ენერგიის ნაზავი – მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში მთლიანად მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობაში თითოეული ენერგიის წყაროს წილი; ყ) ტრანზაქცია – წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, გადაცემა, გაუქმება ან გამოთხოვა; შ) წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება – სერტიფიკატის გახარჯვა მოხმარებული ელექტროენერგიის სასარგებლოდ, რაც ადასტურებს, რომ შესაბამისი ელექტროენრგიის მოცულობა (მოხმარებლი ელექტროენერგია) ნაწარმოები იქნა განახლებადი ენერგიის წყაროდან.“. 3. მე-3 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. რეესტრის ადმინისტრირება და რეესტრით სარგებლობაზე უფლებამოსილი პირები“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სისტემის მეშვეობით რეესტრის ადმინისტრირებისას, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია: ა) იხელმძღვანელოს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპებით, მათ შორის ანგარიშის მფლობელისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მის ანგარიშზე არსებულ წარმოშობის სერტიფიკატებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია; ბ) უზრუნველყოს სისტემის გამართული და საიმედო ფუნქციონირება, მათ შორის დროულად მოახდინოს ამ კრიტერიუმების ხელშემშლელი გარემოებების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; გ) უზრუნველყოს წარმოშობის სერტიფიკატის უნიკალურობა, რაც გულისხმობს ერთი ერთეული ენერგიისათვის მხოლოდ ერთი წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და გაუქმებას. დაუშვებელია ერთსა და იმავე წარმოშობის სერტიფიკატის დუბლირება; დ) უზრუნველყოს რეესტრის მონაცემების სიზუსტე; ე) ელექტრონული ფორმით 5 წლის ვადით შეინახოს წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, გადაცემასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია; ვ) მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში გასცეს ანგარიშთან ან/და ამ ანგარიშზე წარმოშობის სერტიფიკატების ტრანზაქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირზე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში სისტემაში ფლობდა ანგარიშს.“. გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. რეესტრით სარგებლობაზე უფლებამოსილი პირები არიან: ა) ელექტროენერგიის მწარმოებელი; ბ) მსხვილი მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიით ვაჭრობს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე; გ) ტრეიდერი; დ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“; ე) ელექტროენერგიის მიმწოდებელი.“. 4. მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) დასახელება ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი, ტექნოლოგიის ტიპი და ენერგიის წყარო, საიდანაც იწარმოება ელექტროენერგია;“; ა.ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) საანგარიშსწორებო მრიცხველის ნომერი;“; ა.გ) „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ვ) საინვესტიციო მხარდაჭერა დანადგარისათვის ან/და ეროვნული მხარდაჭერის სქემა ენერგიის ერთეულისათვის; მხარდაჭერის სქემის ტიპი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“; ბ) მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანო აფასებს წარდგენილი განაცხადის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას. 5. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებს, უფლებამოსილი ორგანო ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 5 სამუშაო დღეს. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განაცხადი რჩება განუხილველი. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახალი განაცხადით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არსებული განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანო ამოწმებს განაცხადი და წარდგენილი დოკუმენტაცია შინაარსობრივად აკმაყოფილებს თუ არა ამ წესის მოთხოვნებს. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, წარმოების საშუალების შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე დათვალიერებით ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია სისტემაში ნებისმიერ დროს შექმნას ან გააუქმოს დამატებითი მომხმარებელი, ან აღნიშნული მოთხოვნით ელექტრონულად მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს. ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში შექმნას/გააუქმოს დამატებითი მომხმარებელი და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან სისტემით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებით აცნობოს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე.“. 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განმცხადებელი/ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია სისტემაში დაარეგისტრიროს ერთი ან რამდენიმე წარმოების საშუალება, თუ დაცულია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოების საშუალების რეგისტრაციის მოთხოვნით ელექტრონულად წარდგენილი განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 2. წარმოების საშუალების სისტემაში რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოების საშუალება მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი აღრიცხვის მოწყობილობა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. 3. წარმოების საშუალების სისტემაში რეგისტრაციისთვის უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარედგინოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის/მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. წარმოების საშუალება სისტემაში რეგისტრირებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის რეგისტრაციაზე შესაბამისი ანგარიშის მფლობელისათვის შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან.“. 6. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უფლებამოსილ ორგანოს დასაბუთებული ეჭვის არსებობისას უფლება აქვს შეამოწმოს რეგისტრირებული წარმოების საშუალება, რათა დაადგინოს ხდება თუ არა ელექტროენერგიის წარმოება და აღრიცხვა ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წარმოების საშუალების შემოწმებაზე უარი ან/და ხელშეშლა წარმოების საშუალების მფლობელის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიიჩნევა ამ წესის დარღვევად.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წარმოების საშუალების შემოწმებისთანავე უნდა შედგეს ოქმი, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი ორგანოს შესაბმისი წარმომადგენელი. ოქმზე ხელის მოწერის უფლებამოსილება აქვს რეგისტრირებული წარმოების საშუალების მფლობელს, იმ შემთხვევაში, თუ ესწრება შემოწმებას. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შემოწმების ოქმის ასლი მისი შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს წარმოების საშუალების მფლობელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“. 7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა 1. უფლებამოსილი ორგანო წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სისტემაში იმ ანგარიშის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც რეგისტრირებული აქვს შესაბამისი წარმოების საშუალება. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი წარმოების საშუალების საანგარიშსწორებო მრიცხველზე აღრიცხული მონაცემების გათვალისწინებით. 2. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი წარმოების საშუალების მიერ საანგარიშო პერიოდში გამომუშავებულ და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდებულ (სალტეზე გაცემულ) ელექტროენერგიაზე. 1 მგვტსთ ელექტროენერგიაზე გაიცემა ერთი წარმოშობის სერტიფიკატი. 3. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის მიზნით შესაბამისი ანგარიშის მფლობელმა სისტემის მეშვეობით უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს და მიუთითოს: ა) წარმოების საშუალების დასახელება ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი, საიდანაც მოხდა ელექტროენერგიის გამომუშავება და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდება; ბ) საანგარიშო პერიოდი და ელექტროენერგიის ის მოცულობა, რომელზეც სურს წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა; და, გ) გასაცემი წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობა. 4. დაუშვებელია წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა ელექტროენერგიის იმ მოცულობაზე: ა) რომელზეც უკვე გაცემულია წარმოშობის სერტიფიკატი ან სხვაგვარად მოხდა ამ მოცულობის გამჟღავნება; ბ) რომელიც ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარებისთვის იქნა გამოყენებული; გ) რომლის გამომუშავებისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდებიდან გასულია 12 თვე; დ) რომლის წარმოება და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდება მოხდა წარმოების საშუალების სისტემაში რეგისტრაციამდე. 5. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით ან ამ წესით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მისი გადაწყვეტილების თაობაზე სისტემის მეშვეობით აცნობოს შესაბამისი ანგარიშის მფლობელს. უარი წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 6. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ერთი ანგარიშის მფლობელის იდენტური მახასიათებლების მქონე წარმოშობის სერტიფიკატები გააერთიანოს ერთი დოკუმენტის ქვეშ და ისე ასახოს ანგარიშზე. მიუხედავად გაერთიანებისა, თითოეულ წარმოშობის სერტიფიკატს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი და შესაბამისი ანგარიშის მფლობელს უნდა შეეძლოს მათი განცალკევება. 7. მოთხოვნის შემთხვევაში წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაიცეს სხვადასხვა საანგარიშო პერიოდში გამომუშავებულ და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდებულ 1 მგვტსთ ელექტროენერგიაზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი საანგარიშო პერიოდიდან ბოლო საანგარიშო პერიოდამდე არაა გასული 12 თვე. 8. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელი ითხოვს წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას იმ წარმოების საშუალებაზე, რომლის რეგისტრაციის მომენტიდან არ დასრულებულა პირველი საანგარიშო პერიოდი, უფლებამოსილმა ორგანომ ასეთი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს ამ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში.“. 8. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უფლებამოსილმა ორგანომ აღრიცხვის მონაცემების კორექტირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ანგარიშის მფლობელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კორექტირების მიზეზებზე, იმ აღრიცხვის მონაცემებზე, რომელებიც დაკორექტირდა და კორექტირების შედეგად მომავალ საანგარიშო პერიოდში გასაცემი წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობაზე.“. 9. მე-13 მუხლის პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია თავის ანგარიშზე არსებული წარმოშობის სერტიფიკატი, სისტემის მეშვებით, გადასცეს სხვა ანგარიშის მფლობელს. ამ მიზნით შესაბამისი ანგარიშის მფლობელმა: ა) თავის ანგარიშზე არსებული წარმოშობის სერტიფიკატებიდან უნდა აირჩიოს გადასაცემი წარმოშობის სერტიფიკატი; ბ) სისტემაში აირჩიოს წარმოშობის სერტიფიკატის მიმღები ანგარიშის მფლობელის სახელი/სახელწოდება ან/და მისი ანგარიშის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) დაადასტუროს მოთხოვნა. 2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში სერტიფიკატი მოთხოვნისთანავე ასახოს მიმღების პირის ანგარიშზე, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით ან ამ წესით გათვალისწინებული სერტიფიკატის გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. 3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უარი უთხრას ანგარიშის მფლობელს წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემაზე, იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე არ არის შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატები, ის არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სისტემას აქვს ტექნიკური ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში, წარმოშობის სერტიფიკატი რჩება არსებულ ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატების გადაცემის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე. 4. წარმოშობის სერტიფიკატის გადაცემის ან გადაცემაზე უარის თაობაზე წარმოშობის სერტიფიკატის გადამცემს, ასევე მის მიმღებს სისტემით, ავტომატურად უნდა გაეგზავნოს შეტყობინება.“. 10. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. წარმოშობის სერტიფიკატის იმპორტი და ექსპორტი 1. წარმოშობის სერტიფიკატების იმპორტი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-17 მუხლის თანახმად კომისიამ აღიარა ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარე გამცემი ორგანოების ასოციაციის წევრია ან შესაბამის ხელშემკვრელ მხარესა და საქართველოს სისტემებს შორის არსებობს ტექნიკური კავშირი. 2. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო გამცემი ორგანოების ასოციაციიდან ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის გამცემი ორგანოსგან მიიღებს მოთხოვნას წარმოშობის სერტიფიკატის მის სისტემაში, შესაბამისი ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე (მიმღები) ასახვის შესახებ (წარმოშობის სერტიფიკატის იმპორტი), იგი ვალდებულია: ა) შესაბამისი სერტიფიკატის ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, იმპორტის მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში ასახოს მიმღების ანგარიშზე; და, ბ) იმპორტის განხორციელების თაობაზე აცნობოს როგორც იმპორტის განმახორციელებელს, ისე მიმღებს. მიმღებს დამატებით უნდა ეცნობოს ამ სერტიფიკატის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი და რაოდენობა. 3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, უფლებამოსილი ორგანო უარს აცხადებს წარმოშობის სერტიფიკატის იმპორტზე, თუ იმპორტის მოთხოვნაში არ არის მითითებული მიმღების ანგარიშის დეტალები ან ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. წარმოშობის სერტიფიკატის იმპორტზე დასაბუთებული უარი დაუყოვნებლივ ელექტრონული ფორმით უნდა ეცნობოს იმპორტის განმახორციელებელს, გამცემი ორგანოების ასოციაციას ან/და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის გამცემ ორგანოსა და მიმღებს (იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაში მითითებულია მიმღების ანგარიშის დეტალები). 4. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატის სისტემიდან ექსპორტი: ა) ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარესთან, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე გაწევრიანებულია გამცემი ორგანოების ასოციაციაში ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარესთან არსებობს ტექნიკური კავშირი; ან ბ) მესამე ქვეყანაში. 5. წარმოშობის სერტიფიკატის ექსპორტზე ვრცელდება ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პირობები. მესამე ქვეყანაში წარმოშობის სერტიფიკატის ექსპორტისას სისტემამ ავტომატურად უნდა დააგენერიროს ბმული, რომლითაც ანგარიშის მფლობელი სისტემის გარეთ გაიტანს ბმულზე განთავსებულ წარმოშობის სერტიფიკატს. 6. წარმოშობის სერტიფიკატი, რომლის ექსპორტიც განხორციელდა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარესთან, რეესტრში უნდა დაფიქსირდეს გადაცემული წარმოშობის სერტიფიკატის სტატუსით, ხოლო სერტიფიკატი, რომლის ექსპორტიც განხორციელდა მესამე ქვეყანაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა გაუქმდეს ექსპორტის განხორციელებისთანავე. 7. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს გამცემი ორგანოების ასოციაციასთან, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ან მესამე ქვეყნის გამცემ ორგანოსთან წარმოშობის სერტიფიკატის იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.“. 11. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარმოშობის სერტიფიკატი გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი ენერგიის წარმოებიდან 12 თვის განმავლობაში. ამ წესის მიზნებისთვის ენერგიის წარმოების დროდ მიიჩნევა იმ საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე, რომელშიც მოხდა მისი წარმოება და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდება.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 12. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება 1. ელექტროენერგიის ის მოცულობა, რომელსაც მიმწოდებელი საჯაროდ სთავაზობს საბოლოო მომხმარებელს ან საბოლოო მომხმარებელი აცხადებს, რომ ნაწარმოებია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, უნდა დადასტურდეს შესაბამისი რაოდენობისა და მახასიათებლების წარმოშობის სერტიფიკატების გაუქმებით. 2. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოხმარებული ელექტროენერგიის დადასტურების მიზნით, სისტემაში უნდა გაუქმდეს შესაბამისი რაოდენობისა და მახასიათებლების წარმოშობის სერტიფიკატები. წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება გაუქმდეს ანგარიშის მფლობელის მოთხოვნით, მიმწოდებლის ან მომხმარებლის სასარგებლოდ, ან/და მესამე ქვეყნისათვის გადაცემის მიზნით. 3. კალენდარული წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული და გაყიდული/მოხმარებული ელექტროენერგიის დადასტურების მიზნით, მომდევნო კალენდარული წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა გაუქმდეს საანგარიშო წელში გაცემული, შესაბამისი რაოდენობისა და მახასიათებლების წარმოშობის სერტიფიკატები. 4. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების მიზნით ანგარიშის მფლობელმა თავის ანგარიშზე არსებული წარმოშობის სერტიფიკატებიდან უნდა აირჩიოს ის სერტიფიკატი, რომლის გაუქმებაც სურს და მიუთითოს: ა) გაუქმების მიზანი: გამჟღავნება ან მესამე ქვეყნისთვის გადაცემა; ბ) მიმწოდებლის ან საბოლოო მომხმარებლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი და იურიდიული მისამართი, რომლის სასარგებლოდაც ხდება წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება, გარდა „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) იმ ელექტროენერგიის მოხმარების პერიოდი (კალენდარული წელი), რომლის დადასტურების მიზნითაც ხდება წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება; დ) მიწოდების ხელშეკრულების სასარგებლოდ წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში იმ საჯარო შეთავაზების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის დადასტურების მიზნითაც უქმდება წარმოშობის სერტიფიკატი. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი არაა ვალდებული მიუთითოს კონკრეტული საბოლოო მომხმარებლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი ან/და იურიდიული მისამართი; ე) სხვა ინფორმაცია სურვილის შემთხვევაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში შესაბამის წარმოშობის სერტიფიკატებს მიანიჭოს გაუქმებულის სტატუსი და აღნიშნულის თაობაზე სისტემის მეშვეობით აცნობოს შესაბამისი ანგარიშის მფლობელს. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმებაზე უარის შემთხვევაში, დასაბუთებული უარი უნდა ეცნობოს შესაბამისი ანგარიშის მფლობელს.“. 13. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. ცნობა წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე 1. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების დადასტურების მიზნით, შესაბამისი ანგარიშის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ სისტემამ ავტომატურად, მოთხოვნისთანავე დააგენერიროს ცნობა, რომელიც გარდა ამ წესის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა ითვალისწინებდეს: ა) ტრანზაქციის დასახელებას, სტატუსს, საიდენტიფიკაციო ნომერს და ტრანზაქციის დაწყებისა და დასრულების თარიღებს; ბ) იმ ანგარიშის მფლობელის ანგარიშის ნომერს, სახელს/სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს, რომლის მოთხოვნითაც გაუქმდა წარმოშობის სერტიფიკატი; გ) ინფორმაციას გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერზე. 2. ცნობა წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე ძალაშია უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის ხელმოწერის გარეშე. 3. წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე ცნობის გამოყენება სხვა ენერგიის მოცულობის დადასტურების მიზნით აკრძალულია. ცნობა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მასში მითითებული ბენეფიციარის სასარგებლოდ. 4. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სისტემის მეშვეობით აწარმოოს წარმოშობის სერტიფიკატების გაუქმების თაობაზე ცნობის რეესტრი და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს მასში მითითებული წარმოშობის სერტიფიკატის ასახვა სხვა ცნობაში. 5. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაადასტუროს ცნობაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა.“. 14. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას წარმოშობის სერტიფიკატის აღიარებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დასაბუთებული ეჭვი შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატის სიზუსტესთან, საიმედოობასთან ან უტყუარობასთან დაკავშირებით ან როდესაც უფლებამოსილი ორგანოს სისტემასა და შესაბამისი ქვეყნის სისტემას შორის არ არსებობს ტექნიკური კავშირი. კომისიის უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს როგორც განმცხადებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს რეკომენდაციის შესაბამისად, წარმოშობის სერტიფიკატის აღიარებაზე ან უარზე უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზე.“. 15. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 – 174 მუხლები: „მუხლი 171. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინფორმაციის შეგროვება და ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გამოქვეყნება 1. ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის პირველადი ენერგიის წყაროს წილი, რომელიც არ დადასტურდა წარმოშობის სერტიფიკატით, დგინდება ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავით. 2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 31 მაისამდე, ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გაიანგარიშოს და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წინა წლის ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი. 3. უფლებამოსილმა ორგანომ ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშებისას უნდა გამოიყენოს შემდეგი მონაცემები: ა) წინა კალენდარულ წელს ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა; ბ) წინა კალენდარულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება, რომელშიც გაითვალისწინება ქსელის ფაქტობრივი დანაკარგები, გარდა ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარებისა, რომელიც გამომუშავებული იქნა ამავე სადგურის მიერ; გ) წინა კალენდარულ წელს კონკრეტულ მესამე ქვეყანაში/მესამე ქვეყნიდან ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტი/იმპორტი, ამასთან; გ.ა) ელექტროენერგიის შესაბამისი ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაში, იმპორტირებული ენერგიის წყაროების მოცულობა უნდა დადგინდეს შესაბამისი ქვეყნის ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გათვალისწინებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ამ ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის წყაროს წილის გათვალისწინებით; გ.ბ) ელექტროენერგიის შესაბამის ქვეყანაში ექსპორტის შემთხვევაში, გაანგარიშებაში გამოყენებული უნდა იქნეს ექსპორტირებული ელექტროენერგია, შესაბამისი ენერგიის წყაროს წილის/წილების მითითებით; დ) წინა საანგარიშო წელს გაცემული, გაუქმებული და ვადაგასული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობა. 4. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 7 აპრილამდე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისაგან გამოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მათ ქსელში მოხმარებული ელექტროენერგიის იმ მოცულობაზე, რომელზეც ინფორმაცია ოპერატიულ რეჟიმში არ მიეწოდება. მოთხოვნილი ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარედგინოს იმავე წლის 21 აპრილამდე. 5. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 5 მაისამდე კომისიას, ასევე იმ პირებს, ვისგანაც მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა, წარუდგინოს ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშების წინასწარი შედეგები. წინასწარ შედეგებზე მოსაზრებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენილი უნდა იქნეს იმავე წლის 17 მაისამდე. 6. იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანა არ აქვეყნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, უფლებამოსილმა ორგანომ ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშებისას უნდა იხელმძღვანელოს გაანგარიშების მომენტისათვის არსებული ყველაზე ზუსტი მონაცემით ან ევროკავშირის/ენერგეტიკული გაერთიანების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკით და უახლესი მონაცემებით. 7. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის თაობაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან დაურთოს: ა) ინფორმაცია ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში თითოეული ენერგიის წყაროს მოცულობაზე; ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმარტება გამოყენებული პრაქტიკის, ასევე მოპოვებული ინფორმაციის წყაროებზე შესაბამისი ვებგვერდის ბმულების მითითებით; გ) ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში ბირთვული ენერგიის დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია აღნიშნული ენერგიის წარმომავლობაზე. 8. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშებაში გამოყენებული ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით გასცეს 10 სამუშაო დღეში. 9. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო აღმოაჩენს, რომ გამოქვეყნებულ ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში დაშვებულია შეცდომა, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს შეცდომა, ამ მუხლის შესაბამისად გამოაქვეყნოს ახალი გაანგარიშების შედეგები და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს როგორც კომისიას, ისე მიმწოდებელს. მუხლი 172. მიმწოდებლის ენერგიის ნაზავის გაანგარიშება 1. მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების დანართის შესაბამისად ყოველი წლის 31 ივლისამდე გაიანგარიშოს წინა კალენდარული წლის განმავლობაში: ა) მიმწოდებლის ენერგიის ნაზავი; ბ) მიწოდების ხელშეკრულების ენერგიის ნაზავი. 2. ერთზე მეტი საჯარო შეთავაზების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია თითოეული მიწოდების ხელშეკრულებისათვის ინდივიდუალურად გაიანგარიშოს ენერგიის ნაზავი. 3. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესით გათვალისწინებულ ვადებში არ მოხდა ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშება და გამოქვეყნება ან აღმოჩნდა შეცდომა, მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გაიანგარიშოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გამოქვეყნებიდან ერთ თვეში. მუხლი 173. მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის წყაროს წილზე ინფორმაციის გამჟღავნება 1. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია თავის პორტფელში არსებულ მომხმარებელს, კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ შესაბამისად მიწოდებული ქვითრით გაუმჟღავნოს ინფორმაცია წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში მოხმარებული ენერგიის ნაზავზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ქვითარში მიუთითოს: ა) კალენდარული წელი, რომელზეც ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამჟღავნება; ბ) ნაზავში ბირთვული ენერგიის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნული ენერგიისა წარმომავლობაზე ამ წესის 171 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ვებგვერდის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება გამჟღავნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის, მათ შორის ამ წესისა და ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის შესახებ ინფორმაციის ნახვა. 3. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვითარში ასახოს ისე, რომ საბოლოო მომხმარებლისათვის იყოს მარტივად აღქმადი. ამ მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვითარზე დაიტანოს გრაფები ან/და დიაგრამები, ხოლო ენერგიის წყაროების დიფერენციაციის მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია გამოიყენოს ფერადი აღნიშვნები. 4. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულება ითვალისწინებდა განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამჟღავნებამდე, სავალდებულოა ამ მიმწოდებლის სასარგებლოდ სისტემაში გაუქმდეს შესაბამისი რაოდენობისა და მახასიათებლების წარმოშობის სერტიფიკატები. 5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის, სხვადასხვა აღრიცხვის კვანძზე დადებულია სხვადასხვა მიწოდების ხელშეკრულება, მიმწოდებელი ვალდებულია ქვითარში დამატებით ასახოს ყველა მიწოდების ხელშეკრულებისათვის გაანგარიშებული ენერგიის წყაროს ნაზავი. 6. მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია განაახლოს ყოველი წლის 31 ივლისის შემდგომ მიწოდებულ ქვითარში. ამ წესის 172 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია განაახლოს არაუგვიანეს მომდევნო თვის ანგარიშსწორებისთვის მისაწოდებელ ქვითარში. 7. მოკლეტექსტური შეტყობინების სახით ქვითრის მიწოდების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიმწოდებელმა უნდა ასახოს ბმულზე განთავსებულ ქვითარში. 8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა შეიცვალა მიმწოდებელი და ითხოვს ძველი მიმწოდებლისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებას, ძველი მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში. 9. მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოხმარებულ ენერგიის ნაზავთან დაკავშირებით, მათ შორის, დეტალური ინფორმაცია იმ წარმოშობის სერტიფიკატების თაობაზე, რომლებიც გაუქმდა ამ მიწოდების ხელშეკრულების სასარგებლოდ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წარმოშობის სერტიფიკატების გაუქმების დადასტურების მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესით გათვალისწინებული ცნობა წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე. 10. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი აღმოაჩენს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში გაანგარიშების ან სხვა მიზეზის გამო დაშვებულია შეცდომა, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული შეცდომა გაასწოროს კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ შესაბამისად და კორექტირებული ინფორმაცია ასახოს მომდევნო საანგარიშო თვეში მისაწოდებელ ქვითარში. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდის მისამართზე უნდა განმარტოს, რა ინფორმაცია დაკორექტირდა, კორექტირების მიზეზი და კორექტირების თარიღი. მუხლი 174. გამჟღავნების მონიტორინგი 1. საბოლოო მომხმარებლისათვის გამჟღავნებული ინფორმაციის მონიტორინგისა და მისი სისწორის დადასტურების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის 31 აგვისტომდე კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია: ა) წინა კალენდარული წლის განმავლობაში თავის მთლიან პორტფელში ყველა საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაზე; ბ) ენერგიის ნაზავის გაანგარიშებისას გამოყენებულ ინფორმაციაზე; გ) გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატების სრულ რაოდენობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობასა და ამავე ხელშეკრულების სასარგებლოდ გაუქმებულ წარმოშობის სერტიფიკატებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) თითოეული მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში გაგზავნილი მატერიალური, ელექტრონული ან/და ტექსტური შეტყობინების ქვითარი, მათ შორის ტექსტური შეტყობინების ბმული. 2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, ყოველი წლის 20 ივლისამდე კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშებაში გამოყენებულ მონაცემებზე. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა წარდგენილი იყოს წლიური ანგარიშის ფარგლებში. 3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია კომისიის წარმომადგენელი, მონიტორინგის მიზნით, სრული დათვალიერების უფლებით დაუშვას სისტემაში. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში უნდა გასცეს სისტემაში დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია.“. 16. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. წლიური ანგარიში 1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 20 ივლისამდე მოამზადოს და კომისიას წარუდგინოს წინა წლის ანგარიში, სისტემაში განხორციელებული ტრანზაქციებისა და ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშების თაობაზე. 2. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს როგორც წინა კალენდარული წელს, ისე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამურად: ა) წარდგენილი განაცხადების რაოდენობას, საქმიანობის მითითებით; ბ) ანგარიშის მფლობელების რაოდენობას, საქმიანობის მითითებით; გ) გაცემული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით; დ) გადაცემული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით; ე) იმპორტირებული ან/და ექსპორტირებული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით და იმპორტისა და ექსპორტის ქვეყნებს; ვ) გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით; ზ) გამოთხოვილი წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით; თ) ვადაგასული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობას შესაბამისი ელექტროენერგიის მოცულობის მითითებით; ი) ყველა იმ მონაცემსა და შესაბამის წყაროს, რომელიც გამოყენებული იქნა ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გასაანგარიშებლად; კ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო საჭიროდ ჩათვლის ანგარიშგებისათვის და არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. 3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია წლიურ ანგარიშში დამატებით ასახოს წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის, გადაცემის, იმპორტის, ექსპორტისა და გაუქმების დინამიკა, წლების მიხედვით. 4. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე.“. 17. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რეესტრში ანგარიშის მფლობელების სახელი/სახელწოდება, ანგარიშის საიდენტიფიკაციო ნომერი და საქმიანობის სახე;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი და მის გაანგარიშებაში გამოყენებული ყველა ინფორმაცია, ამ ინფორმაციის წყაროს მითითებით;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის 31 აგვისტომდე თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს: ა) წინა კალენდარული წლის ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოქვეყნების ადგილის ბმული; ბ) წინა კალენდარული წლის მიმწოდებლის ენერგიის ნაზავი, მის გაანგარიშებაში გამოყენებული მონაცემები და მეთოდოლოგია; გ) წინა კალენდარულ წელს გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატების სრული რაოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“. 18. „ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავისა და მიმწოდებლის ენერგიის ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დანართი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავისა და მიმწოდებლის ენერგიის ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“დანართი
ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავისა და მიმწოდებლის ენერგიის ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგია მუხლი 1. მიზანი 1. ამ დანართის მიზანია დაადგინოს ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავისა და მიმწოდებლის ენერგიის ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგია. 2. ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ამ წესებით გათვალისწინებული მნიშვნელობა. მუხლი 2. ენერგიის წყაროების კატეგორიზაცია ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავისა და მიმწოდებლის ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშების მიზნით, ენერგიის წყაროების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი წყაროებისა და ნუმერაციის გათვალისწინებით: ა) მზის ენერგია – 1; ბ) ქარის ენერგია – 2; გ) ჰიდროენერგია – 3; დ) გეოთერმული ენერგია – 4; ე) ბიომასა – 5; ვ) ელექტროენერგია დაუზუსტებელი განახლებადი წყაროებიდან – 6; ზ) ბირთვული ენერგია – 7; თ) ქვანახშირი – 8; ი) მურანახშირი – 9; კ) ბუნებრივი გაზი – 10; ლ) ნავთობიდან და ნავთობპროდუქტებიდან წარმოებული ენერგია – 11; მ) ბუნებრივი წიაღისეულიდან წარმოებული დაუზუსტებელი ელექტროენერგია – 12. მუხლი 3. ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშება 1. ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, პირველ რიგში, გაიანგარიშოს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თითოეული ენერგიის წყაროს მოცულობა ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში შემდეგი ფორმულით:
სადაც: DRMes – შესაბამისი ენერგიის წყაროს მოცულობა ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში (MWh); GEes – წინა კალენდარული წლის განმავლობაში, შესაბამის ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (MWh); PNIes – წინა კალენდარული წლის განმავლობაში თითოეული მესამე ქვეყნიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაში შესაბამისი ენერგიის წყაროს მოცულობა (MWh), გაანგარიშებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; PNEes – წინა კალენდარული წლის განმავლობაში თითოეულ მესამე ქვეყანასთან ექსპორტირებულ ელექტროენერგიაში შესაბამისი ენერგიის წყაროს მოცულობა (MWh), გაანგარიშებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; EAes – წარმოშობის სერტიფიკატები, რომელსაც საანგარიშო წელს ვადა გაუვიდა; IAes – წინა საანგარიშო წელს შესაბამის ენერგიის წყაროზე გაცემული წარმოშობის სერტიფიკატები (მათ შორის, გაუქმებული სერტიფიკატები); x – რაოდენობა. 2. წინა კალენდარული წლის განმავლობაში თითოეულ მესამე ქვეყნიდან იმპორტირებული/მესამე ქვეყანაში ექსპორტირებულ ელექტროენერგიაში შესაბამისი ენერგიის წყაროს მოცულობა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაიანგარიშოს შემდეგი ფორმულით:
ს ადაც: PNIes – წინა კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული მესამე ქვეყნიდან იმპორტირებულ/მესამე ქვეყანაში ექსპორტირებულ ელექტროენერგიაში შესაბამისი ენერგიის წყაროს მოცულობა (MWh); GEesx – იმპორტის შემთხვევაში – წინა კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტულ მესამე ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა; ექსპორტის შემთხვევაში – საქართველოში გამომუშავებული და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (MWh); TG – იმპორტის შემთხვევაში – წინა კალენდარული წლის განმავლობაში მესამე ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგია; ექსპორტის შემთხვევაში – საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა (MWh); PNI – იმპორტის შემთხვევაში – წინა კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული მესამე ქვეყნიდან ელექტროენერგიის წმინდა იმპორტი, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – საქართველოდან ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტი. ორივე მოცულობა იანგარიშება ამავე პერიოდში საქართველოსა და კონკრეტული მესამე ქვეყნის საზღვარზე გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობების გაქვითვით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში თითოეული ენერგიის წყაროს მოცულობის გაანგარიშების შემდგომ უფლებამოსილი ორგანი ვალდებულია გაიანგარიშოს ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი შემდეგი ფორმულით:
სადაც: DRM – ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი (MWh); n – ენერგიის წყაროების რაოდენობა ამ დანართის მე-2 მუხლის თანახმად; DRMes – შესაბამისი ენერგიის წყაროს/წყაროების მოცულობა ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში (MWh). 4. ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის მთლიანი მოცულობის გაანგარიშების შემდგომ, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაიანგარიშოს თითოეული ენერგიის წყაროს წილი ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში შემდეგი ფორმულით:
სადაც: %DRMesx – თითოეული ენერგიის წყაროს წილი ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში; DRMesx – შესაბამისი ენერგიის წყაროს/წყაროების მოცულობა ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში (MWh); DRM – ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი (MWh). მუხლი 4. დეფიციტის და პროფიციტის განსაზღვრა 1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაადგინოს ქვეყანაში არსებული ენერგიის წყაროების დეფიციტისა და პროფიციტის მოცულობები. ამ მიზნით ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის ჯამური მოცულობა უნდა შედარდეს საბოლოო მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის იმ ჯამურ მოცულობას, რომელიც არ იქნა წარმოშობის სერტიფიკატებით დადასტურებული (ელექტროენერგიის დაუდასტურებელი მოხმარება). 2. უფლებამოსილმა ორგანომ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების დაუდასტურებელი მოცულობა უნდა გაიანგარიშოს შემდეგი ფორმულით:
სადაც: UC – წინა კალენდარული წლის დაუდასტურებელი მოხმარება (MWh); EC – წინა კალენდარულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება (MWh); CA – წინა საანგარიშო წელს გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატები; n – ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ენერგიის წყაროების რაოდენობა. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შედარებისას დადგინდა, რომ: ა) ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი მეტია ელექტროენერგიის დაუდასტურებელი მოხმარების მოცულობაზე, ითვლება, რომ ქვეყანაში ენერგიის წყაროების სიჭარბეა. კერძოდ:
სადაც: DRM – ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი (MWh); UC – ამ მუხლის მე-2 პუნქტის შედეგად გაანგარიშებული დაუდასტურებელი ელექტროენერგიის მოხმარება (MWh); SP – ენერგიის წყაროების სიჭარბე, რომლის მოცულობაც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც: DRM – ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი (MWh); UC – ამ მუხლის მე-2 პუნქტის შედეგად გაანგარიშებული დაუდასტურებელი ელექტროენერგიის მოხმარება (MWh). ბ) ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი ნაკლებია ელექტროენერგიის დაუდასტურებელი მოხმარების მოცულობაზე, ითვლება, რომ ქვეყანაში ენერგიის წყაროების დეფიციტია. კერძოდ: სადაც: DRM – ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი (MWh); UC – ამ მუხლის მე-2 პუნქტის შედეგად გაანგარიშებული დაუდასტურებელი ელექტროენერგიის მოხმარება (MWh); DF – ენერგიის წყაროების დეფიციტი, რომლის მოცულობაც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც: UC – ამ მუხლის მე-2 პუნქტის შედეგად გაანგარიშებული დაუდასტურებელი ელექტროენერგიის მოხმარება (MWh). DRM – ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი (MWh). 4. ქვეყანაში ენერგიის წყაროების დეფიციტის შემთხვევაში, ითვლება, რომ დეფიციტს წარმოადგენს ამ დანართის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი წიაღისეულიდან წარმოებული დაუზუსტებელი ელექტროენერგია და ემატება ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავს. მუხლი 5. მიმწოდებლის ენერგიის ნაზავის გაანგარიშება 1. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კალენდარული წლისათვის მიმწოდებელმა არ გააუქმა წარმოშობის სერტიფიკატები, თავისი ნაზავი იდენტურია ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ენერგიის წყაროების წილების. 2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა შესაბამისი კალენდარული წლისათვის გააუქმა წარმოშობის სერტიფიკატები, იგი ვალდებულია თავის მთლიან პორტფელში თითოეული ენერგიის წყაროს მოცულობა გაიანგარიშოს შემდეგი ფორმულით:
სადაც: SMes – შესაბამისი ენერგიის წყაროს მოცულობა მიმწოდებლის ნაზავში; CAesx – შესაბამისი ენერგიის წყაროს დადასტურების მიზნით გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატები; SUCesx – მიმწოდებლის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა შესაბამისი ენერგიის წყაროს მიხედვით, რომელიც არ დადასტურდა წარმოშობის სერტიფიკატით. აღნიშნული იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც: %DRMesx – ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში შესაბამისი ენერგიის წყაროს წილი; UC – მიმწოდებლის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა, რომელიც არ დადასტურდა წარმოშობის სერტიფიკატით, რაც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც: STC – წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიმწოდებლის პორტფელში არსებული მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა (MWh); CA – მიმწოდებლის მიერ გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატების ჯამური რაოდენობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ენერგიის პირველადი წყაროს მოცულობის გაანგარიშების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია გაიანგარიშოს თავის ნაზავში თითოეული ენერგიის წყაროს წილი, შემდეგი ფორმულით:
სადაც: %SM – მიმწოდებლის ნაზავში ენერგიის წყაროთა წილი; SMes – შესაბამისი ენერგიის წყაროს მოცულობა მიმწოდებლის ნაზავში (MWh); SC – წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიმწოდებლის პორტფელში არსებული მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა (MWh). მუხლი 6. მიწოდების ხელშეკრულების ენერგიის ნაზავის გაანგარიშება 1. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებას და მიმწოდებელს თავისი ნაზავის სასარგებლოდ არ გაუუქმებია წარმოშობის სერტიფიკატები, ამ ხელშეკრულების ნაზავი იდენტურია ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ენერგიის წყაროების წილების. 2. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებას, მაგრამ მიმწოდებელმა თავისი ნაზავის სასარგებლოდ გააუქმა წარმოშობის სერტიფიკატები, ამ ხელშეკრულების ნაზავი უნდა გაიანგარიშოს ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებლის ნაზავის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ის წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც მიმწოდებელმა გააუქმა თავისი ნაზავის სასარგებლოდ. 3. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულება ნაწილობრივ ითვალისწინებდა განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებას, მიმწოდებელმა ამ ხელშეკრულების ნაზავი უნდა გაიანგარიშოს ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებლის ნაზავის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ის წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც მიმწოდებელმა გააუქმა ამ მიწოდების ხელშეკრულების სასარგებლოდ. 4. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულება ითვალისწინებდა სრულად განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებას, მიმწოდებელმა ამ ხელშეკრულების ნაზავი უნდა გაიანგარიშოს ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებლის ნაზავის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ამ მიწოდების ხელშეკრულების სასარგებლოდ გაუქმებული წარმოშობის სერტიფიკატები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|