„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №11 |
|
2018 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 21/08/2017, 300320000.16.009.016222) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.“; ბ) 30-ე მუხლის: ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო/მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ან/და საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შედეგად მიღებული რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება, თუ აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია.“; ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საწარმო, რომელსაც ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები ჯერ არ დადგენია, არ არის ვალდებული დაიცვას სატარიფო განაცხადის წარმოდგენისთვის ამ მეთოდოლოგიის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.“; ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლომდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 02.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 300320000.16.009.016266.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №11, 02.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016266 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4242950/