„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №37 |
|
2024 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 23.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016429) პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1) მე-15 მუხლის 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. 2025 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 13.22 %; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.13 %.“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2) მე-15 მუხლის 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. 2025 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 13.22 %; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.13 %.“; გ) „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №4): გ.ა) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: გ.ბ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წელს იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: გ.გ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: დ) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №5): დ.ა) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: დ.ბ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წელს იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: დ.გ) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: დ.დ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. ნორმატიული დანაკარგების შესყიდვის დანახარჯის კორექტირება 1. თუ კონკრეტული სატარიფო წლისთვის რეგულირებული საწარმოს მიერ გადაცემული და განაწილებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ოდენობა განსხვავდება დაგეგმილი ოდენობისაგან ან/და ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ფაქტობრივი მაჩვენებლები განსხვავდება საპროგნოზო მაჩვენებლისგან, კომისია უზრუნველყოფს რეგულირებული საწარმოსთვის ფაქტობრივად გადაცემულ და განაწილებულ ელექტროენერგიაზე დანაკარგების განსაზღვრას დადგენილი ნორმატიული მაჩვენებლით და ახდენს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების შესყიდვის დანახარჯის კორექტირებას, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: 2. ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების საკორექტირებელი ოდენობა კონკრეტული სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების საკორექტირებელი ოდენობა (aEდანაკ) პირველ რიგში მოიცავს ელექტროენერგიის დანაკარგის შევსების მიზნით ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესყიდულ ელექტროენერგიას, ხოლო ელექტროენერგიის დარჩენილი ოდენობა წარმოადგენს სისტემის კომერციული ოპერატორისაგან შესყიდულ საბალანსო ელექტროენერგიას. 4. ელექტროენერგიის შესასყიდი ფაქტობრივი ფასის გონივრული ოდენობა (aP) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: სადაც: 5. შესაბამისი სატარიფო წლისთვის საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი (Pesco ) იანგარიშება, დანაკარგების შესავსებად შესყიდული ელექტროენერგიის დანაკარგების ნორმატიული ოდენობისა და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაფიქსირებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასების გათვალისწინებით. 6. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესყიდული ელექტროენერგიის გონივრული ფასი (P genex ) იანგარიშება როგორც, შესაბამისი სატარიფო წლისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის და დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის საშუალო არითმეტიკული. ამასთან, დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის გაანგარიშებისას, გაითვალისწინება ტრანზაქციის ფაქტობრივი ფასი, მაგრამ არაუმეტეს შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა.“; ე) „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №6) მე-14 მუხლის 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. 2025 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 13.22 %; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.13 %.“; ვ) „ვ1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 61) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. 2025 სატარიფო წლისთვის კაპიტალის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) კაპიტალის ღირებულება (rd) – 13.22 %; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.13 %.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|