“საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2005 წლის 3 სექტემბრის №1/1—1/176 ბრძანებაში, საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურისს ფორმით მართვის უფლებით გაცემის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/613
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.22.024.008.904
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 95, 18/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.22.024.008.904

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/613

2006 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2003 წლის 3 სექტემბრის №01/01-01/176 ბრძანებაში ,,საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

 სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2003 წლის 3 სექტემბრის № 01/01-01/176 ბრძანებით (სსმ III, 2003 წელი, №100, მუხ. 856) დამტკიცებულ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყოფს აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე და განთავსდება სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე, ასევე ინფორმაცია გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენება.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, არა უმეტეს 3 თვის ვადაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გამარჯვებულ მონაწილესთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებასთან და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები იფარება მართვის უფლების მიმღების მიერ.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:            

,,3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში აქციების ან წილის მართვის უფლების მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო (ჯარიმა). პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება საკონკურსო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) მართვის უფლების გადაცემის საზღაურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის მართვის უფლების მიმღები, მართვის უფლების გადაცემის საბოლოო საზღაურის გადაუხდელი თანხის 0,1% -ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მართვის უფლების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი:

,,4. თუ მართვის უფლების მიმღები პირი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს საკონკურსო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. მართვის უფლების მიმღებ პირს ჩამოერთმევა აქციების ან წილის მართვის უფლება. წილები და აქციები უბრუნდება საწარმოთა მართვის სააგენტოს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ი. ჩოგოვაძე