სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №019
სარეგისტრაციო კოდი 090120010.70.082.016147 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 23.08.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ პროკურატურის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №019
2025 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. განისაზღვროს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა ამ მუხლის შესაბამისად.
2. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
4. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის გარდა საქართველოს პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას აგრეთვე განეკუთვნება:
ა) საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის, პოლიციელის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 157-ე−159-ე, 194-ე და 1941 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე−334-ე, 337-ე−342-ე (გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გათვალისწინებული დანაშაულები.
5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
ა) 142-ე, 1421, 223-ე, 230-ე−235-ე, 252-ე, 308-ე−3211, 323-ე−3305, 3311, 3312, 343-ე, 345-ე, 346-ე, 351-ე და 404-ე−410-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;
ბ) 222-ე, 236-ე, 3221, 331-ე, 344-ე, 3441, 353-ე, 3531, 362-ე−364-ე, 370-ე, 373-ე, 374-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ;
გ) 1641, 332-ე–334-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ (გარდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 1921, 193-ე, 1951−2002, 2005−201-ე, 2041, 205-ე−208-ე, 210-ე−214-ე (გარდა 214-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამ მუხლის მე-7 პუნქტისა), 216-ე−219-ე, 2201 და 3222 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე და 221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე−359-ე, 383-ე−392-ე, 394-ე-403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილში, გარდა საქართველოს პროკურატურისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულისა.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე−342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, იმავე კოდექსის 3421, 378-ე–380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს, გარდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულისა.
9. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე-403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, შესაბამისი დანაშაულის გამოძიებას აწარმოებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.
10. თუ არსებობს კონკურენცია საქართველოს პროკურატურისა და ამ ბრძანებაში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, შესაბამისი დანაშაულის გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა.
11. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე.
12. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება.
13. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.
14. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.
15. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე