სსრ კავშირის მანქანათა საგამოცდო სადგურის მცხეთის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 28.06.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №525
სარეგისტრაციო კოდი 000000150.02(0).000.000165 22
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 28/06/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სსრ კავშირის მანქანათა საგამოცდო სადგურის მცხეთის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №525
1991 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
სსრ კავშირის მანქანათა საგამოცდო სადგურის მცხეთის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ სსრ კავშირის მანქანათა საგამოცდო სადგურმა თავისი დაქვემდებარების მცხეთის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობას მიმდინარე წლიდან შეუწყვიტა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ფონდებით უზრუნველყოფა, რის გამოც მეურნეობა მძიმე მდგომარეობაშია და მცხეთის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანება იძულებულია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მისი უზრუნველყოფა განახორციელოს რაიონის სხვა მეურნეობების ხარჯზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობისა სამინისტროს, მცხეთის რაიონის პრეფექტურის წინადადება და მცხეთის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა გამოეყოს სსრ კავშირის მანქანათა საგამოცდო სადგურს, გადაეცეს იგი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს და ეწოდოს მცხეთის მევენახეობის მეურნეობა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელწმიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე