პუბლიკაციის თარიღი 03.07.2025
მოქმედების პერიოდი 03.07.2025 — 06.08.2025
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2025 წლის 2 ივლისი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალდაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016397).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში ,,საბჭო“) არის მუნიციპალიტეტში (შემდგომი ,,მუნიციპალიტეტი“) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში ,,საკრებულო“) მიერ შექმნილი საბჭო, რომლის სტატუსი, მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილება, შემადგენლობა, საქმიანობის წესი და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით.
2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის მუნიციპალიტეტის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, უფლებამოსილება და ვალდებულებები
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია;
ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად აღმასრულებელი ორგანოსთვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
გ) ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტის, პროგრამების, გეგმისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა;
ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება;
ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი და შეფასება;
თ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება;
ი) საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა;
კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება;
ლ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
მ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის და ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუნტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ნ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.
2. საბჭოს უფლება აქვს:
ა) ჩაატაროს თემატური გამოკვლევა მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების, ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის მიზეზების დასადგენად, შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები;
ბ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;
გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
დ) მოითხოვის და მიიღოს ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ამოცანების შესასრულებლად.
3. საბჭოს ვალდებულებები:
ა) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია;
ბ) წელიწადში ერთხელ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში საბჭოს მუშაობის შესახებ.
მუხლი 4🔗. საბჭოს შემადგენლობა და ფორმირება
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 7 და არაუმეტეს 21 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით საკრებულოს ერთ-ერთი მოადგილე.
3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლის, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის და ადგილობრივი თვთმმართველობის ორგანოების (არაუმეტეს 3) წევრისაგან. ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი და კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საბჭოს თავმჯდომარისათვის მათი წერილობითი განცხადებით მიმართვის საფუძველზე.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს.
2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ადგენს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით, საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.