ქალაქ თბილისში საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ

მიღების თარიღი 22.07.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №576
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000172 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 31/07/1991
105 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №576 1991 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. დაკმაყოფილდეს და საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ ხელმძღვანელობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ განახორციელოს საფრანგეთის ფირმა „მედიტერანეან ტრეიდ ინვესტის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ყველა პირობა ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე                                            თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                გ. ბერიძე