მარნეულის რაიონის ლეჟბადინის მეცხოველეობის კომპლექსის მიწებიდან საკარმიდამო ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 22.07.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №579
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000175 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 31/07/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის რაიონის ლეჟბადინის მეცხოველეობის კომპლექსის მიწებიდან საკარმიდამო ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №579
1991 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
მარნეულის რაიონის ლეჟბადინის მეცხოველეობის კომპლექსის მიწებიდან საკარმიდამო ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მიღებულ იქნეს მარნეულის რაიონის პრეფექტურის წინადადება და გამოეყოს ლეჟბადინის მეცხოველეობის კომპლექსს ამავე კომპლექსის მიწებიდან 10,0 ჰექტარი საძოვარი საკარმიდამო მიწის ფონდში იმ ოჯახების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ამოეწერებიან ქალაქ თბილისიდან და საცხოვრებლად გადავლენ მარნეულის რაიონში.
2. მარნეულის რაიონის პრეფექტურამ მშენებლობის დაწყებამდე ჩაატაროს ამ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა.
3. გამოყოფილ ფართობზე აშენებული სახლების მეპატრონეებს 25 წლის განმავლობაში არ მიეცეთ ამ სახლების გასხვისების, გაჩუქებისა და განკარგვის უფლება.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე