საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2006 ძალადაკარგული 01.08.2011
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.026.008.964
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 25/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.008.964

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №216

2006 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანდარ­თული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ჰიდროგ­რა­­ფიუ­ლი სამსახურის დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 15 ოქტომბრის №281 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენე­რა­ლური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსა­ხური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” სა­ქარ­­თვე­­ლოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელ­წოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახუ­რი“. სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო მმარ­­­თვე­ლობის ორგანოებისგან განცალკ ე ვებულ ორგანი­ზაციას.

2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძ­ვლე­ბია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, წინამდებარე დებულება.

3. სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდ­იული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციე­ლებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპა­სუხედ.

4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელ­წოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამ­პები.

5. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართვე­ლო, ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №74.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების მეთვალყურეობა და მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში;

გ) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში არსე­ბუ­ლი ნაოსნობისათვის საშიში სივრცეების თანამედ­როვე კარდინალური ნიშნებით შემოღობვა;

დ) საზღვაო ნავსადგურების თანამედროვე სანავიგა­ციო ნიშნებით აღჭურვა, შეტყობინების დაგზავნა ნავსად­გურების კაპიტნებისთვის, საქართველოს ტრან­სპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის და შესაბამისი საერთაშორისო სამსახურებისათვის საშიში რაიონების დახურვის თაობაზე. სანავიგაციო საშუალებათა გამართული მუშაობის მხარდასაჭერად „ზღვაოსანთა უწყებებსა“ და „სანავიგაციო გაფრთხი­ლებებში“ შეტყობინებების რეგულარული გამოქვეყნება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ე) სამსახურის უძრავი და მოძრავი ძირითადი საშუალებებისა და მცურავი სანავიგაციო ნიშნების მოდერნიზაცია, შეკეთება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი;

ვ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვა, უზრუნველყოფა;

ზ) რადიო და მანათობელა შუქურების ექსპლუატა­ცია-მომსახურება, ტექნიკური მეთვალყურეობა, შეკეთე­ბა და მოდერნიზაცია;

თ) სამხედრო-საზღვაო ძალების საკომანდო პუნქტის, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის და საქარ­თველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპე ტ ჩერო სამსახურის უზრუნველყოფა (ხელშეკრულების საფუძ­ველზე) მეტეოროლოგიური და ნავიგაციური ცვლილე­ბე­ბის შესახებ;

ი) ნავსადგურებში და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა ხომალდების უსაფრთხო ცურვისა და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე;

კ) სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი საშუალებე­ბისათვის საჭირო სანავიგაციო რუკებისა და სახელ­მძღვანელოების კორექტირება;

ლ) საერთაშორისო ჰიდროგრაფიული სამსახურის რეკომენდაციებისა და რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ ეროვ­ნულ კომისიასთან შეთანხმებით, ამზადებს და გამოს­ცემს ნაოსნობის უსაფრთხოების საჭიროების დამაკმაყო­ფი­ლებელ საზღვაო რუკებს, რეკომენდ ი რებულ გზებს, შუქურების ჩამონათვალს, ზღვის მოქცევის სიებსა და სხვა საზღვაო პუბლიკაციებს;

მ) შესაბამისი საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტურის მიზნით გამოსცემს ზღვაოსანთა უწყებებს;

ნ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის მეშვეობით ელექტრონული რუკე­ბი­სა და საინფორმაციო სისტემების (EDIS), აგრეთვე ელექტრონული სანავიგაციო რუ კ ების (ENCS) დანერ­გვა და განვითარება;

ო) გამართული მუშაობის მხარდასაჭერად უზრუნ­ველ­ყოფს სახმელეთო და საზღვაო სანავიგაციო საშუა­ლებებს თანამედროვე სამეთვალყურეო მონიტორინული სისტემით;

პ) ამტკიცებს გეგმებს და გასცემს ტექნიკურ დავა­ლებებს სამეცნიერო-კვლევითი და ჰიდროგრაფიული სამუშაოების შესრულებაზე;

ჟ) ორგანიზაციას უწევს და მონაწილეობას იღებს ჰიდროგრაფიულ ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

რ) სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებ­ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემსახურება ანაზღაურების გარეშე;

ს) საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის სამინის­ტროსთან შეთანხმებით, სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე სამონტაჟებული სანავიგაციო, ელექტრონავიგაციური საშუალებებისა, რადიონავიგაციური ხელსაწყოებისა და მაგნიტური კომპასების რემონტი.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა

1. სამსახურის განვითარების მიმართულებებს, სა­მუ­შაო გეგმებს, წლიური ბიუჯეტის პროექტს, საშტა­ტო ნუსხას, ხელფასის ფონდს ან/და მათში შესატან ცვლი­ლებებსა და ანგარიშებს სამსახურის დირექტორის წარ­დგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2. სამსახურს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს სამსახურის დირექტორი, რომელიც თანამდე­ბო­ბაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. იგი არის სამოქალაქო პირი, რომელიც თავისი კომპეტენ­ციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.

3. სამსახურის დირექტორი:

ა) ასრულებს სამსახურის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახუ­რის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, განსაზ­ღვრავს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;

ბ) წარმოადგენს სამსახურს სხვა ფიზიკურ და იური­დიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს სამსახუ­რის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს სამსახურის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონ­მდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;

დ) ეკისრება პასუხისმგებლობა სამსახურის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენე­ბაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაც­ვის მინისტრის წინაშე;

ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამარ­თლებ­რივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესას­რულებლად ყველა თანამშრომლისათვის;

ვ) პასუხს აგებს სამსახურის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოე­ბის სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;

ზ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად სამ­სახურში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგე­ნილი წესით;

თ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავ­შირებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. სამსახურის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რომელსაც სამსახურის დირექტორის წარ­დგი­ნებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინის­ტრი.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი გულის­ხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონი­ლობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციე­ლებელი ორგანო კანონმდებლობით არის საქართვე­ლოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედვე­ლობას უწევს სამსახურის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.

3. თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩე­როს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვე­ტილება.

4. სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

5. სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს თანხმო­ბითა და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძ­ლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირ­თვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილების მიღება სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეუ­ლებრივი საქმიანობის ფარგლებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭი­როებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტროს თანხმობას.

    მუხლი 5. სამსახურის ქონება და სახსრები

1. სამსახურს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური გან­ვითა­რების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რი­ვი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაო­დან მიღებული შემოსავალი;

დ) საინფორმაციო, საკონსულტაციო-კვლევითი და სხვა სახის მომსახურებით მიღებული შემოსავლები;

ე) საქველმოქმედო შემოწირულობები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.

4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალან­სი და დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის სამი­ნისტროს.

5. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელ­მწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 6. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია

1. თუ სამსახური არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 7. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამა­ტე­ბე­ბის შეტანა ხორციელდება საქართველოს თავ­დაცვის მინისტრის ბრძანებით.