წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) არაბული ციფრით სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.104.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №25

2025 წლის 27 ივნისი 

ქ. წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) არაბული ციფრით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუხეშის  გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა,ჩიხი) არაბული ციფრით სახელდება:

ა) უსახელო ქუჩას ეწოდოს მე-17 ქუჩის სახელი, დანართების შესაბამისად;

ბ) მე-11 ქუჩის პირველ ჩიხს შეეცვალოს სახელწოდება და განისაზღვროს მე-17 ქუჩის პირველ ჩიხად, დანართების შესაბამისად.

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გაეგზავნოს: წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. განკარგულება ამოქმედდეს გაცნობისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე           კორნელი სალია