📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.07.2025
ძალაში შესვლა 19.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017376 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/07/2025
4,341 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2025 მიღება
19.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება 97% 05.08.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 10.09.2014 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 97% 01.08.2015 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 14.09.2018 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 96% 04.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება  №89 2025 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის №7 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 19 ივლისიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერუსაფრთხოების ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ბიუროს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 3. ბიუროს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერუსაფრთხოების ბიურო“. ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება – „კიბერუსაფრთხოების ბიურო”. 4. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 5. ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. 6. ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 7. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო),  ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით,  ბლანკები და შტამპები. 8. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №30. მუხლი 2🔗. ბიუროს მიზნები ბიუროს მიზნებია: ა) თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევებისა და კომპიუტერული ინციდენტების მართვა; გ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ე) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის/სტრატეგიების შემუშავება და სრულყოფა; ვ) სამინისტროს  სისტემის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ხედვისა და სტრატეგიის ფორმირება და თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება; ზ) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური პროექტების შემუშავება შესაბამის ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; თ) ელექტრონული სისტემების შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ი) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი; კ) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების ტოპოლოგიის შემუშავება, განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად მომსახურება და ადმინისტრირება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება. მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები და საქმიანობის საგანი ბიუროს ფუნქციებია: ა) ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების აუდიტი, აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა/დანერგვა; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მონიტორინგი; გ) კომპიუტერული ინციდენტებისა და სისუსტეების იდენტიფიცირება და პროაქტიული/რეაქტიული მართვა; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარება; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების განვითარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება; ვ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ადმინისტრირების საერთო პოლიტიკის შემუშავება და შემდგომი მონიტორინგი; ზ) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვის რეკომენდაციებისა და მექანიზმების შემუშავება; თ) მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის დამყარება; ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მიღება; კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; მ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; ნ) ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მექანიზმებისა თუ სტანდარტების ამოქმედება, შემუშავება და დანერგვის კოორდინაციის გაწევა; ო) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლება; პ) უსაფრთხოების სისტემებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის უზრუნველყოფა; ჟ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადების (პროექტის) მომზადება; რ) სამინისტროს სისტემის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  კონტროლის და მონიტორინგის განხორციელება; ს) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა; ტ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ, შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; უ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა; ფ) ინფორმაციული სისტემებისათვის გამართული ფუნქციონირებისა და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო დახმარება  24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე; ქ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია; ღ) არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემების სტატისტიკა/ანალიზი და მათი სრულყოფისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება; ყ) ბიუროს  ფუნქციონირებისათვის საჭირო პროექტებისა და გეგმების შემუშავება და მართვა; შ) ელექტრონული მართვის სისტემების (პროგრამების) შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; ჩ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოყენების ელექტრონული ვერსიების დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა; ც) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების ოპტიმალური განაწილების უზრუნველყოფაში მონაწილეობა, პროცესის მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების  ხელშეწყობა/მხარდაჭერა; ძ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა აღრიცხვა, მონაცემთა ბაზაში შეტანა და ცენტრალურ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; წ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. ბიუროს სტრუქტურა 1. ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2.  ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტი; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; გ) ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი. მუხლი 5🔗. კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტი 1.  კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების კონტროლისა და აუდიტის სამმართველო; ბ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველო; გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და რისკების შეფასების სამმართველო. 2. კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების შემოწმება და სათანადო რეკომენდაციების გაცემა; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის რეკომენდაციებისა და მექანიზმების შემუშავება; გ) კომპიუტერულ ინციდენტებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სტანდარტების დანერგვა; ე) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია; ვ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია, ანალიზი და ამგვარი ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა; ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელება; თ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და  დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადება; ი) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებთან; კ) ბიუროში ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მიღება; მ) შესაძლო კიბერსაფრთხეების შესახებ მომხმარებელთა გაფრთხილება და მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება; ნ) სამხედრო და სხვა სახის სწავლებების კიბერ/ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ო) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 3. ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია: ა) თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება, სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის თავსებადობის შემოწმება და რეკომენდაციების შემუშავება; დ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების  უსაფრთხოების სტანდარტებთან, პოლიტიკასთან, რეკომენდაციებთან შესაბამისობის კონტროლი; ე) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია; ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა; ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; თ) აუდიტის შედეგების შემაჯამებელი ანგარიშის შემუშავება; ი) რისკების ანალიზი, არსებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების მოწყვლადობების დადგენისა და საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით; კ) ინფორმაციული და კომუნიკაციების სისტემების ტესტირება, სისუსტეების შესწავლა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ლ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების ინიცირება; მ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმიზაციის მიზნით დახმარების გაწევა; ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების  სამმართველოს ფუნქციებია: ა) კიბერშეტევების და კომპიუტერული ინციდენტების  დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ბ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა, მიტიგაცია და კატეგორიზაცია; გ) კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მონიტორინგი; დ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა; ე) განხორციელებული კიბერშეტევებისა და კომპიუტერული ინციდენტების შესწავლა და ანგარიშის მომზადება; ვ) კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებისა და კვლევისათვის აუცილებელი მონიტორინგის სისტემების დანერგვა და მართვა; ზ) კომპიუტერულ და  ქსელურ ინფრასტრუქტურაში არსებული სხვადასხვა რისკის შემცველი ჯგუფების კატეგორიზაცია და მონიტორინგი; თ) კიბერსავარჯიშოების მეშვეობით სხვადასხვა ტიპის და სირთულის კიბერშეტევების და კომპიუტერული ინციდენტების მოდელირება; ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა; კ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგნებზე წვდომა (თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე სათანადო რეაგირებისათვის); ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი უსაფრთხოების სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა; ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 5. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და რისკების შეფასების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა; ბ) ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება, დანერგვა და განხორციელების მონიტორინგი; გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შიდაუწყებრივი, ეროვნული და საერთაშორისო დონის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა; ე) თავდაცვის სფეროს ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და ალბათობის განსაზღვრა; ვ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტის შეფერხების ან/და მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმისა და მასშტაბის განსაზღვრა; ზ) თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებთან ან/და კომპიუტერულ ინციდენტებთან დაკავშირებულ მოვლენათა სავარაუდო განვითარების სცენარების დამუშავება და შესაბამისი მოქმედების სარეზერვო გეგმების და პროცედურების გაწერა; თ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში დასაქმებულ ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერთა მუშაობის კოორდინაციის გაწევა; ი) ელექტრონული სისტემების ფუნქციონალთან დაკავშირებული ინციდენტებისა და უკუკავშირის ანალიზი, მათ საფუძველზე რეკომენდაციებისა და ცვლილებების ინიცირება; კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 6🔗. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი 1.  ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სამმართველო; ბ) სერვისების მართვის სამმართველო; გ) ქსელური და სისტემური ოპერაციების სამმართველო (NOC); დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო. 2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაბამისი პოლიტიკისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემების სტატისტიკა-ანალიზი და მათი სრულყოფისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება; გ) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული და საკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება; დ) ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტთან ერთად საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება; ე) ელექტრონული მართვის სისტემების (პროგრამების) შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; ვ) სამხედრო და სხვა სახის სწავლებების ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა; ზ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 3. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში ელექტრონული, ავტომატიზირებული მართვის პროგრამული უზრუნველყოფის (სისტემების) შემუშავების მიზნით არსებული ბიზნესპროცესების შესწავლა/ანალიზი, ტექნიკური დოკუმენტების შემუშავება; ბ) ტექნიკური დოკუმენტის მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის (სისტემის) შექმნა, დანერგვა, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათი მდგრადობის შენარჩუნება; გ) სამინისტროს მასშტაბით შექმნილი (დანერგილი) პროგრამული უზრუნველყოფის (ელექტრონული მართვის სისტემების) შემდგომი განვითარების კონცეფციის შემუშავება და მისი განხორციელება; დ) სამინისტროს სისტემაში შექმნილი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფის (მართვის სისტემების) ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; ე) სამმართველოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ვ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. სერვისების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა; ბ) შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება და შესაბამის პორტალში აღრიცხვა/რეგისტრაცია; გ) სამინისტროს სისტემაში არსებული ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური სერვისების მართვა; დ)  ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება; ე) ინფორმაციის პერიოდული ანალიზი, ტენდენციების დადგენა და ანგარიშგება; ვ) შემომავალი ზარების გადამისამართება  შესაბამისი ინციდენტების მიხედვით; ზ) ელექტრონულ სისტემებთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციის გაწევა; თ) მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების რეგისტრაცია, მოგვარება და მათზე ანგარიშგება; ი)  სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 5. ქსელური და სისტემური ოპერაციების სამმართველოს (NOC) ფუნქციებია: ა) სამინისტროს ინფორმაციული სისტემების მართვა, ადმინისტრირება, მათი მიბმა ტაქტიკური დონის სისტემებთან და მათი მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლი; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი და ფუნქციური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; გ) კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების აგება, მომსახურება და ადმინისტრირება; დ) კომპიუტერული ქსელების, სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და სატელეფონო სისტემების   ადმინისტრირება; ე) ქსელების, სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართულად ფუნქციონირება და სარეზერვო კოპირება; ვ) ქსელური მოწყობილობების და სასერვერო ინფრასტრუქტურის კონფიგურირება; ზ) გადაუდებელ/საჭიროების შემთხვევაში ბიუროს სხვა რელევანტურ სამსახურებთან ერთად სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა; თ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 6. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და მათი პროგრამული უზრუნველყოფა; გ) კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და განახლება; დ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ე) ტექნიკური დახმარების გაწევა, მათ შორის, დისტანციური წვდომის მეშვეობით; ვ) ინფორმაციულ სისტემებთან და მოწყობილობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხდომილების მიღება და შემდგომში მისი აღმოფხვრა; ზ) სამინისტროს სისტემაში არსებული  კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა; თ) კიბერუსაფრთხოების ბიუროს აიტი ინფრასტრუქტურის მართვა; ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 7🔗. ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი 1.  ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო,  სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველო; ბ) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; გ) სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველო. 2. ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ბიუროს დირექტორისა და ბიუროს დირექტორის მოადგილის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) ბიუროს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის  მართვა; დ) სახელმწიფო  შესყიდვების ორგანიზება; ე) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვა; ვ) საქმისწარმოების, არქივის  ორგანიზება და კონტროლი; ზ) საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; თ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ი) ბიუროს მიზნებიდან გამომდინარე  საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება; კ) ბიუროს განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა; ლ) სამინისტროს მასშტაბით კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით სათანადო კვლევების ჩატარება საჭიროებების განსაზღვრა და სათანადო პროექტების ინიცირება; მ) სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ნ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ო) ბიუროს დირექტორისა და ბიუროს დირექტორის მოადგილის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; პ) საერთაშორისო და ადგილობრივი სწავლებების დაგეგვმა და ბიუროს თანამშრომლის ჩართულობის კოორდინაცია; ჟ) საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და სათანადო გეგმების (SOP) შედგენა; რ) უწყებრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა სამუშაო ფორმატებში ჩართულობა; ს) ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული უწყებრივი, ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშების მომზადება; ტ) ბიუროს განვითარების უზრუნველსაყოფად დამატებითი რესურსების (ფინანსური, თანამშრომლობის პლატფორმები) მოძიების უზრუნველყოფა; უ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ფ) ბიუროს დირექტორის სხვა დავალებების შესრულება. 3. საფინანსო,  სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველოს ფუნქციებია: ა)  ბიუროს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის  მართვა; ბ) სახელმწიფო  შესყიდვების ორგანიზება; გ) ბიუროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია; დ) ბიუროს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ვ) ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა; ზ) ბიუროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა; თ) საბუღალტრო დოკუმენტების  და სააღრიცხვო რეგისტრების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა; ი) ბიუროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი აქტივის შეფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; კ) სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების, მათ შორის, ხელშეკრულების  პროექტების მომზადება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება; მ) ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა და ჩამოწერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) ბიუროს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, საწვავით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით და მათი ხარჯვის კონტროლი; ო) ბიუროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, ბიუროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა; პ) ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) საჭიროებისამებრ ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია; რ) ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ს) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს დირექტორისა და ბიუროს დირექტორის მოადგილის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საკონტროლო დავალებების და  ბიუროს დირექტორის სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმება და კონტროლი; ბ) ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბიუროს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება, კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი მომზადება და ექსპერტიზა და ბიუროს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია; გ)  საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; დ) ბიუროს წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე; ე) ბიუროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვის მდგომარეობაზე კონტროლი, ბიუროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენა, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, დარღვევის ფაქტების პრევენცია, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენა; ვ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების ანალიზი. ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების მომზადების მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ზ) ბიუროს ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება,  ბიუროს საარქივო საქმის მართვა, საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება და შესრულების კონტროლი; თ) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, პოლიტიკის შემუშავება, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების ინიცირება, ბიუროს საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების: სტაჟირება, პრაქტიკა, დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება, ბიუროს თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარების დაგეგმვა და მართვა, საზღვარგარეთ მივლინებამდე ბიუროს მოსამსახურეთათვის უსაფრთხოების საკითხებზე ინსტრუქტაჟის ჩატარება და მივლინების დასრულების შემდეგ მათთან გასაუბრება; კ) ბიუროს დებულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განსახორციელებლად საშტატო ნუსხის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება; ლ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მ) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება და ბიუროს თანამშრომელთა სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ნ) ადამიანური რესურსების თანამედროვე მიდგომების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ექსპერტების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; ო) ბიუროს ინფრასტრუქტურის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პერიოდული შემოწმება; პ) კატასტროფიდან აღდგენის გეგმის ფარგლებში, კრიზისული ვითარებების დროს, ბიზნესპროცესების უწვეტობის უზრუნველსაყოფად ინსტიტუციური აღმშენებლობის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმების შემუშავება; ჟ) ბიუროს სარგებლობაში არსებული შენობებისა და გარე პერიმეტრის პერიოდული მონიტორინგი, ფიზიკური უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; რ) ბიუროში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მართვის სისტემის დანერგვა, ასევე მარეგულირებელი დოკუმენტების განახლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უბედური შემთხვევების მოკვლევაში მონაწილეობა; ს) კონტროლი მომატებული საშიშროების ობიექტებზე სამუშაო ჩატარების შრომის უსაფრთხოების მოთხვნების დაცვაზე; ტ) ხანძარსაწინააღმედგო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; უ) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ინსტრუქციებისა და წინადადებების შემუშავება; ფ) ავარიის ლიკვიდაციისა და ლოკალიზაციის გეგმების შედგენაში მონაწილეობა; ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ღ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ყ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური პროექტების ინიცირება და მართვა; ბ) სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება; გ) სამინისტროს მასშტაბით კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით სათანადო კვლევების ჩატარება, საჭიროებების განსაზღვრა და სათანადო პროექტების ინიცირება; დ) ელექტრონული სისტემების ხარისხის ანალიზი, განვითარების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მუდმივი მონიტორინგი; ე) ელექტრონული სისტემების დანერგვის მხარდაჭერა; ვ) ბიუროს საგარეო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო კავშირების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ზ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება, ნატოს, ევროკავშირისა და სხვა რელევანტური ორგანიზაციების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა; თ)  ბიუროს დირექტორისა და ბიუროს დირექტორის მოადგილის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; ი) სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების დაგეგმვა/ორგანიზება; კ) ბიუროს სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა; ლ) სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  შეხვედრების დაგეგმვა/უზრუნველყოფა; მ) ბიუროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ნ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიუროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ო) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; პ) პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების წარმართვა, სასწავლო კურსების და ტრენინგების მოძიების და  განხორციელების მიმართულებით; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში ჩასატარებელ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა და ბიუროს სათანადო პერსონალის ჩართულობის კოორდინაცია; რ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის კიბერუსაფრთხოების კუთხით სატრენინგო მასალებისა და ტესტების შემუშავება; ს)  სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგების ჩატარება; ტ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული კიბერინციდენტების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება; უ) ბიუროს მიერ სიმულაციური სწავლების შედეგად მიღებული შედეგების ანალიზის მიხედვით, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება; ფ) ღია წყაროების მონიტორინგის მეშვეობით, კიბერსივრცეში არსებული ტენდენციებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ანალიტიკური მასალის მომზადება; ქ) კიბერსივრცეში მომხდარი მნიშვნელოვანი სიახლეების ან ინციდენტების შესახებ, პერიოდული საინფორმაციო კიბერდაიჯესტის მომზადება და შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისათვის მიწოდება; ღ) თავდაცვის სფეროში განხორციელებული კიბერინციდენტების ანალიზი და დამუშავება; ყ) კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და სამინისტროს სისტემაში გავრცელება; შ) ბიუროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება; ჩ) თავდაცვის ძალებთან სტრატეგიული თავსებადობის გაზრდის ხელშეწყობა; ც) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სიტუაციურ სცენარებზე მორგებული კიბერსავარჯიშოების ჩატარება და საგანმანათლებლო/ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელება; ძ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; წ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8🔗. ბიუროს ხელმძღვანელობა 1. ბიუროს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). 2. დირექტორი: ა) წარმოადგენს ბიუროს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს  ბიუროს საქმიანობას; გ) მართავს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ბიუროს თანამშრომლები (გარდა სამხედრო მოსამსახურისა); ვ) ამტკიცებს  ბიუროს შინაგანაწესს; ზ) ამტკიცებს  თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ი) ანაწილებს მოვალეობებს ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; კ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ლ) ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას ბიუროს წარმომადგენლობაზე; მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ბიუროს მზადყოფნას; ნ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ო)  ბიუროს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს; პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; ჟ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს; რ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად; ს) იღებს გადაწყვეტილებას ბიუროს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა  ბიუროს ამოცანების შესასრულებლად; ტ) ამტკიცებს ბიუროს ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს; უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ფ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები/სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით. დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობას ახორციელებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 4. დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 5. დირექტორის მოადგილე ბიუროს დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებს ბიუროში მისთვის მიკუთვნებულ სფეროს. დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება ბიუროს დირექტორის ბრძანებით. 6.  დირექტორის მოადგილე ბიუროზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დირექტორის დავალების შესაბამისად განიხილავს ბიუროში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს ბიუროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს ბიუროში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს ბიუროს საქმიანობას და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დირექტორთან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები 1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი დირექტორის მოადგილისა და დირექტორის წინაშე. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს ბიუროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს დირექტორსა და კურატორ მოადგილეს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) დირექტორთან შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს ბიუროს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე ბიუროს დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსს, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ე) კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ვ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. 6. სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს; გ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ. 7. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე: ა) კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს; გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 8. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას, ბიუროს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი. 9. ბიუროში შესაძლოა დასაქმებულნი იყვნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები. 10. ბიუროში სამხედრო მოსამსახურეს, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 10🔗. ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) 1. ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან/და განსაზღვრულია შესაბამისი  ხელშეკრულებით. 2. ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება  ასევე  მოიცავს: ა) წოდებრივ სარგოს; ბ) ფულად ჯილდოს; გ) კვების ნაცვლად დაწესებულ კომპენსაციას; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. მუხლი 11🔗. ბიუროს ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. ბიუროს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. მუხლი 12🔗. ბიუროს დაფინანსების წყაროები 1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ბიუროს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია. მუხლი 13🔗. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების  გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შემუშავება; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ბიუროს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ბიუროს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 14🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. ბიურო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ბიუროს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 15🔗.  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.