ქალაქ თბილისში ავღანეთის რესპუბლიკის ფირმა „ბახარისტან ბადახშან, ლტდ“-ის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ

მიღების თარიღი 16.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №669
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000193 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
98 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში ავღანეთის რესპუბლიკის ფირმა „ბახარისტან ბადახშან, ლტდ“-ის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №669 1991 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი ქალაქ თბილისში ავღანეთის რესპუბლიკის ფირმა „ბახარისტან ბადახშან, ლტდ“-ის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის და ავღანეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. დაკმაყოფილდეს ავღანეთის რესპუბლიკის ფირმა „ბახარისტან ბადახშან, ლტდ“-ის თხოვნა და ნება დაერთოს გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს ავღანეთის რესპუბლიკის ფირმა „ბახარისტან აბდახშან, ლტდ“-ის წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                              თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე