საჩხერის რაიონის საზოგადოებრივ მეურნეობათა მიწებიდან მცირე საწარმო „ლაშურის“ აგურის ქარხნის ასაშენებლად და კარიერის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 12.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №631
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000183 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
224 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის რაიონის საზოგადოებრივ მეურნეობათა მიწებიდან მცირე საწარმო „ლაშურის“ აგურის ქარხნის ასაშენებლად და კარიერის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №631 1991 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი საჩხერის რაიონის საზოგადოებრივ მეურნეობათა მიწებიდან მცირე საწარმო „ლაშურის“ აგურის ქარხნის ასაშენებლად და კარიერის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. დამტკიცდეს საჩხერის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 14 ივნისის №140 განკარგულება და გამოიყოს ორი საზოგადოებრივი მეურნეობის მიწებიდან 7,38 ჰექტარი საძოვარი (ნაცვლად მოთხოვნილი 10,63 ჰექტარისა) მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების აღდგენის ღონისძიებათა დროულად განხორციელებისათვის მცირე საწარმო „ლაშურის“ აგურის ქარხნის ასაშენებლად და კარიერის მოსაწყობად მუდმივი და გრძელვადიანი ( 20 წლის ვადით) სარგებლობისათვის, მათ შორის: - სოფელ სავანის კოლმეურნეობის მიწებიდან  ქარხნის ასაშენებლად მუდმივი სარგებლობისათვის - 0,2 ჰექტარი საძოვარი; - სოფელ არგვეთის კოლმეურნეობის მიწებიდან კარიერის მოსაწყობად გრძელვადიანი სარგებლობისათვის (20 წლის ვადით) – 7,18 ჰექტარი საძოვარი. 2. დაევალოს საჩხერის მცირე საწარმო „ლაშურას“: - აუნაზღაუროს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწის რეფორმის, მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 7,38 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად; - ობიექტისა და კარიერის რეკულტივაციის პროექტები წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად; - გამომუშავებულ კარიერს ყოველწლიურად გაუკეთოს რეკულტივაცია და დაუბრუნოს ყოფილ მიწათმოსარგებლეს; - ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე                                            თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                გ. ბერიძე