წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-464
სარეგისტრაციო კოდი 340090000.22.023.016917 11
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/08/2025
2,435 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ცხვრისა და თხის ყვავილის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 01.08.2025 ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 08.07.2025 ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 14.07.2015 ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 19.06.2025 ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 12.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-464 2025 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „წვრილფეხა საქონლის ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის (დანართი №15)“ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“ (შემდგომ – გეგმა) მიზნად ისახავს წვრილფეხა საქონლის ჭირის წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას საქართველოში. 2. წარმოდგენილი გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ აღმოფხვრაზე. გეგმაში ასახული ღონისძიებები მიზნად ისახავს წვრილფეხა საქონლის ჭირის რისკისა და ვირუსის ცირკულაციის შემცირებას შინაური ცხოველების დაუცველ პოპულაციებში. 3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია საკონტროლო ზომების განხორციელებით ჯაჭვის კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე, სადაც ამ ზომების გავლენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კრიტიკული საკონტროლო წერტილები შეიძლება იყოს საწარმოები ან/და ფერმები და/ან კონკრეტული სადგომები, სადაც ჭირის გავრცელების ან/და ზემოქმედების რისკი ყველაზე მაღალია. 4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს წვრილფეხა საქონლის ჭირის გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში. 5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. მუხლი 2🔗. სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და ვალდებულებები 1. წვრილფეხა საქონლის ჭირზე ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 2. სააგენტო უზრუნველყოფს: ა) ამთვისებელი სამიზნე ცხოველების კამპანიური ხასიათის პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმის შემუშავებას (რისკების გათვალისწინებით), საჭირო ოდენობის ვაქცინებისა და დამხმარე აღჭურვილობების გაანგარიშებას, შესყიდვას; ბ) წვრილფეხა საქონლის ჭირის საეჭვო ან/და სავარაუდო შემთხვევის დროს ნიმუშების აღებას და სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაგზავნას; გ) ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში ინფორმაციის შეტანას, დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის; დ) საკარანტინო ღონისძიებების გეგმის პროექტის შემუშავებას და გადაგზავნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში; ე) წვრილფეხა საქონლის ჭირის კერაში საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებას (დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი ხარისხის შემოწმება დაავადების აღმძვრელის არსებობაზე); ვ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას წვრილფეხა საქონლის ჭირის არსებობაზე ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე; ზ) წვრილფეხა საქონლის ჭირის გამომწვევი აგენტის აღმოფხვრის მიზნით დასუფთავების, დეზინფექციისა და დერატიზაციის სამუშაოების განხორციელებას ზედამხდველობის ქვეშ; თ) საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიის მონიტორინგს. მუხლი 3🔗. წვრილფეხა საქონლის ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. წვრილფეხა საქონლის ჭირის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 2. წვრილფეხა საქონლის ჭირის საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრებათ: ა) პასუხისმგებელ პირს; ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ცხოველების ტრანსპორტირებისას, მათ შორის, გადარეკვისას; გ) კერძო ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ცხოველების ჯანმრთელობის სერვისში; დ) სახელმწიფო ვეტერინარს; ე) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიული შეხება აქვს ცხოველების ამთვისებელ სახეობებთან ან ასეთი ცხოველებისგან მიღებულ პროდუქტებთან. 3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას (შემდგომ – სახელმწიფო ლაბორატორია). 4. სააგენტო ვალდებულია წვრილფეხა საქონლის ჭირის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH) დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, წვრილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, დეზინფექციის და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას; ბ) დაავადებაზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე აცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ; გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად: გ.ა) დაუყონებლივ მოახდინოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება; გ.ბ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე კვება და დაწყურება; გ.გ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველების გადაადგილება, რეალიზაცია და დაკვლა; გ.დ) არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეშის გაკვეთა და გატყავება; გ.ე) უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, მათ შორის, ცხოველური ნარჩენების (შემდგომში – ცწადპ), სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე; გ.ვ) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადგომების მექანიკური დასუფთავება, ნაკელის გაუვნებლობა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სააგენტოს ხელშეწყობა. მუხლი 5🔗. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართული მხარეები სააგენტოსთან ერთად წვრილფეხა საქონლის ჭირთან დაკავშირებულ პრევენციულ და საკონტროლო/სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებაში ჩართულია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ბ) სახელმწიფო ლაბორატორია; გ) სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; დ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ე) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ტერიტორიულ ერთეულში; ვ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია; ზ) ექსპერტთა ჯგუფი (მათ შორის, დარგობრივი მიმართულების). თ) ცხოველზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 6🔗. სახელმწიფო ლაბორატორია 1. სახელმწიფო ლაბორატორია ახორციელებს ვეტერინარული დაავადებების დიაგნოსტიკას, გასცემს დასკვნებს (გამოცდის ოქმი) ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში. დროულად აწვდის სააგენტოს ინფორმაციას ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ატარებს პოსტვაქცინალურ კვლევებს. 2. სახელმწიფო ლაბორატორია უზრუნველყოფს: ა) წვრილფეხა საქონლის ჭირის საეჭვო ან/და სავარაუდო ცხოველების პათოლოგიური მასალის და გარემოს ნიმუშების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას; ბ) კვლევის შედეგის შეტყობინებას დაინტერესებული მხარეებისათვის. 3. სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადებაზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და შეტანილი უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინებით. მუხლი 7🔗. წვრილფეხა საქონლის ჭირზე გასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები 1. წვრილფეხა საქონლის ჭირის პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინაციის ჩატარების საჭიროებას, მასშტაბებს და ვაქცინაციის გეგმას განსაზღვრავს სააგენტო. 2. სააგენტოს გადაწყვეტილებით ხორციელდება: ა) პასიური და აქტიური ზედამხედველობა წვრილფეხა საქონელზე; ბ) ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სამიზნე ჯგუფებისათვის. 3. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შერჩევით ხორციელდება პოსტვაქცინალური ანტისხეულების შეფასება. 4. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ცხოველთა სადგომში დაუშვას წვრილფეხა საქონლის ჭირის ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებიც: ა) დაბადებიდან ან ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ სადგომებში, სადაც ამ პერიოდისათვის არ იყო დაფიქსირებული წვრილფეხა საქონლის ჭირის შემთხვევა და ეს სადგომები არ მდებარეობდა ეპიზოოტიურ კერაში და დამცავ ზონაში; ბ) ტრანსპორტირების დროს არ ამჟღავნებდნენ წვრილფეხა საქონლის ჭირის კლინიკურ ნიშნებს. მუხლი 8🔗. ფერმაში წვრილფეხა საქონლის რეპოპულაცია (აღწარმოება) სადგომში, რომელიც მდებარეობდა ინფექციის კერაში, კარანტინის მოხსნის შემდგომ უნდა მოხდეს: ა) ინდიკატორი არავაქცინირებული 8-10 თვემდე ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებზეც 42 დღის განმავლობაში ხდება დაკვირვება და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ სისხლის ნიმუშების აღება და წვრილფეხა საქონლის ჭირის ანტისხეულებზე გამოკვლევა; ბ) გამოკვლევის შედეგად უარყოფითი პასუხების შემთხვევაში დასაშვებია იმ ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებსაც სადგომში შეყვანამდე არ აღენიშნებათ არანაკლებ 21 დღის განმავლობაში წვრილფეხა საქონლის ჭირისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. მუხლი 9🔗. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან 1. წვრილფეხა საქონლის ჭირის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს წვრილფეხა საქონლის ჭირის გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას. 2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 10🔗. წვრილფეხა საქონლის ჭირზე გამოსაკვლევი მასალის აღება 1. წვრილფეხა საქონლის ჭირის საეჭვო შემთხვევის დროს: ა) გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება და სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარის მიერ, ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით; ბ) ვეტერინარი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით (ბიოუსაფრთხოების სპეციალური ტანსაცმელი, ჩექმა, ორმაგი ხელთათმანი, ქუდი, რესპირატორი, სათვალე); გ) ცოცხალი ცხოველიდან ნიმუშების აღება ხდება: თვალიდან, ცხვირისა და პირის ღრუს ჩამონარეცხიდან, ნერწყვიდან, პირის ღრუს ნეკროზული ქსოვილიდან, ასევე სისხლი არანაკლებ 3-5 გრ (ანტიკოაგულანტით და ანტიკოაგულანტის გარეშე); დ) მკვდარი ცხოველიდან ნიმუშების აღება ხდება: ბეჭწინა და ფილტვის ლიმფური კვანძებიდან, ფრაგმენტებს პირის ღრუს დანეკროზებული გარსიდან, ფილტვიდან და ელენთიდან არანაკლებ 5 გრამი თითოეული ნიმუშიდან. 2. ნიმუშების ლაბორატორიაში გაგზავნა უნდა მოხდეს აღებიდან 48 საათის განმავლობაში. 3. ნიმუშების მოთავსება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. მუხლი 11🔗. წვრილფეხა საქონლის ჭირთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები დადასტურებული შემთხვევის დროს ეპიზოოტიურ კერაში ცხადდება კარანტინი, სადაც: ა) იკრძალება: ა.ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა; ა.ბ) ამთვისებელი ცხოველის სახორცედ დაკვლა; ა.გ) ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული რძისა და რძის პროდუქტების გატანა; ა.დ) ცხოველთა გადაჯგუფება; ა.ე) ამთვისებელ ცხოველებში ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი შემთხვევების გარდა; ა.ვ) ცხოველის დაწყურება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან; ა.ზ) ცხოველური პროდუქტების დამზადება და გამოტანა; ა.თ) ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა; ა.ი) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან; ა.კ) ამთვისებელი ცხოველის ლეშის გაკვეთა ან/და გატყავება; ა.ლ) უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა/გამოსვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის საკარანტინო ზონაში არსებულ ობიექტების მომსახურებასთან; ა.მ) ცწადპ -ის გატანა; ა.ნ) ცხოველის საკვების დამზადება და გატანა; ა.ო) ამთვისებელი ცხოველის ტყავის და მატყლის გატანა; ბ) ხორციელდება: ბ.ა) არაკეთილსაიმედო სადგომში ამთვისებელი ცხოველების აღრიცხვაზე აყვანა, ვეტერინარული შემოწმება, ავადმყოფი ცხოველების იზოლირება და მოკვლა უსისხლო მეთოდით; ბ.ბ) კლინიკური ნიშნებით მკვდარი და მოკლული ცხოველების დაწვა; ბ.გ) ყველა კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების აცრა წვრილფეხა ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინით ინსტრუქციის შესაბამისად; ბ.დ) ავადმყოფი ცხოველებიდან მიღებული რძისა და სხვა ცხოველური პროდუქტების განადგურება; ბ.ე) კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებიდან მიღებული რძის განადგურება ან მისი ადგილზე გამოყენება თერმულად (5 წთ. ადუღებით) დამუშავების შემდგომ; ბ.ვ) ცხოველის საკვების განადგურება ან ადგილზე გამოყენება თერმული (90​​​0C ტემპერატურაზე 60 წთ. ან 100​​​0C-ზე არანაკლებ 30 წთ.) დამუშავების შემდგომ. მუხლი 12🔗. ზომები დამცავ ზონაში 1. წვრილფეხა საქონლის ჭირის დადასტურების შემდგომ დამცავ ზონაში ცხადდება კარანტინი. 2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება: ა) უმოკლეს დროში უნდა მოხდეს სადგომების აღწერა, რომელთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს: ა.ა) ცხოველების კლინიკური მდგომარეობა; ა.ბ) წვრილფეხა საქონლის ჭირის აღმძვრელით შესაძლო ინფიცირებული სატვირთო ავტომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის ჩატარება; ა.გ) სადგომებში შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა; ბ) კლინიკურად ჯანმრთელი ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია; გ) ამთვისებელი ცხოველებისგან სისხლის ნიმუშების აღება ანტისხეულებზე გამოკვლევის მიზნით; დ) საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. 3. დამცავ ზონაში იკრძალება: ა) სააგენტოს თანხმობის გარეშე ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გადაადგილება (გარდა ცხოველების დაკვლის მიზნით სასაკლაოში გადაყვანისა მათი ვაქცინაციიდან 21 დღის შემდეგ, რომლებსაც არ აღენიშნებათ წვრილფეხა საქონლის ჭირის კლინიკური ნიშნები); ბ) ცოცხალი ცხოველების ბაზრობების, გამოფენების, აუქციონების გამართვა; გ) ამთვისებელი ცხოველის ტყავის და მატყლის გატანა მათი თერმული დამუშავების (60​​​0C-ზე არანაკლებ 30 წთ. განმავლობაში) გარეშე; დ) ცხოველების დაკვლა (გარდა, კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისა, რომლებიც არიან ვაქცინირებული და გასულია ვაქცინაციიდან 21 დღე); ე) რძისა და რძის პროდუქტების გატანა (5 წთ. დუღილის შემდგომ, თერმულად დამუშავებული რძე გამოიყენება ადგილზე); ვ) ცხოველის საკვების დამზადება და გატანა თერმული დამუშავების გარეშე (90​0C ტემპერატურაზე 60 წთ. ან 100​0C -ზე არანაკლებ 30 წთ.); ზ) ინვენტარისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გატანა, რომლებსაც შეხება ჰქონდა ამთვისებელ ცხოველებთან; თ) მატყლის  შეგროვება და მათი გატანა; ი) ცწადპ-ს გატანა; კ) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდება 30 დღეზე მეტ ხანს, წვრილფეხა საქონლის ჭირის შემდგომი ეპიზოოტიის ან ცხოველების შენახვიდან გამომდინარე ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ან სხვა პრობლემების შედეგად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია პასუხისმგებელი პირის მიერ დასაბუთებული მიმართვის შემდეგ დაუშვას დამცავ ზონაში მდებარე სადგომიდან ცხოველების გადაყვანა, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ სასაკლაოზე. 5. სააგენტოს შეუძლია დაუშვას სადგომიდან ცხოველების გადაადგილება იმ პირობით, რომ: ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს სადგომში არსებული და გადასაყვანი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას და აღნიშნული შემოწმებით არ დადასტურდება წვრილფეხა საქონლის ჭირის კლინიკური ნიშნების არსებობა; ბ) განახორციელებს ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ. 6. თუ ცხოველების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე: ა) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომ პროცესებს, ინფორმირებული უნდა იყოს ცხოველების სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ, რაც უნდა აცნობოს სააგენტოს; ბ) სასაკლაოზე ცხოველების განთავსება და დაკვლა უნდა მოხდეს ცხოველების სხვა პარტიისაგან განცალკევებით; გ) სასაკლაოზე ცხოველების დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა ყურადღება უნდა გაამახვილოს წვრილფეხა საქონლის ჭირის კლინიკური ნიშნების არსებობაზე. 7. ამ მუხლით დადგენილი ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს: ა) დაინფიცირებული სადგომების დასუფთავების და დეზინფექციის განხორციელებამდე; ბ) წვრილფეხა საქონლის ჭირის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით ცხოველების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე. 8. დამცავ ზონაში წვრილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო. მუხლი 13🔗. ზომები საკონტროლო ზონაში 1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, საკონტროლო ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება: ა) საქონლის ყველა სადგომის აღწერა; ბ) ცხოველების კლინიკური შემოწმება და სისხლის ნიმუშების აღება ანტისხეულებზე გამოკვლევის მიზნით. 2. საკონტროლო ზონაში იკრძალება: ა) სააგენტოს ნებართვის გარეშე ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილება; ბ) სადგომიდან ცწადპ-ის გატანა; გ) მატყლისა და ტყავის გატანა, რაც დასაშვებია შესაბამისი თერმული დამუშავების შემდგომ; დ) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში უნდა გაგრძელდეს დაინფიცირებულ კერაში საკარანტინო ღონისძიებების დასრულებამდე. 4. საკონტროლო ზონაში წვრილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო. მუხლი 14🔗. დასუფთავება, დეზინფექცია 1. სადგომის, ტრანსპორტის დასუფთავება და ნაკელის გაუვნებლობა ხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიერ. 2. ნაკელის გაუვნებლობა შესაძლებელია განხორციელდეს დაწვით ან დამარხვით. 3. დეზინფექცია ხორციელდება სააგენტოს მიერ სადგომებსა და სხვა ადგილებში, სადაც მოთავსებული იყვნენ დაავადებული/ამთვისებელი ცხოველები ან იმყოფებოდნენ ამ ობიექტებთან შემხებლობაში. 4. დეზინფექცია ტარდება სამ ეტაპად: ა) ამთვისებელი ცხოველების სიკვდილის ან მოკვლის შემდგომ; ბ) სადგომის მექანიკური დასუფთავების შემდგომ; გ) კარანტინის მოხსნის წინ. 5. წინასწარი გაწმენდა და დეზინფექცია (ანტივირუსული საშუალებებით) უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი წვრილფეხა საქონლის ჭირის ვირუსის გავრცელება. მუხლი 15🔗. კარანტინის მოხსნა 1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ბოლო შემთხვევიდან 42 დღის გასვლის შემდეგ, თუ აღნიშნულ პერიოდში: ა) ადგილი არ ჰქონდა ცხოველის საეჭვო ან/და დადასტურებულ გამოვლინებას; ბ) ვაქცინაციიდან გასულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციით იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად გათვალისწინებული პერიოდი; გ) ჩატარებულია დასკვნითი დეზინფექცია. 2. კარანტინი იხსნება: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 16🔗. პერსონალის ცნობიერების დონის ამაღლება, რეგულარული სწავლება და მოსახლეობის ინფორმირებულობა 1. წვრილფეხა საქონლის ჭირის საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად: ა) სააგენტომ მოსახლეობასა და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წვრილფეხა საქონლის ჭირის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე; ბ) ღონისძიების ჩატარების პროცესში მოსახლეობაში უნდა დარიგდეს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები და პლაკატები; გ) ურთიერთინფორმირებულობის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა უნდა იხელმძღვანელონ „ცხოველთა დაავადებების შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ოპერაციული პროცედურით“; დ) სწრაფი კომუნიკაციის მიზნით, ასევე, გამოყენებული უნდა იქნეს სატელეფონო კომუნიკაცია და ელექტრონული ფოსტა; ე) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – რეგიონული სამმართველოს მიერ უნდა განხორციელდეს ადგილობრივ თვითმართველობასთან კომუნიკაცია; ვ) კომუნიკაციის პროცესში ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად ჩართული უნდა იყო სააგენტოს ყველა პასუხისმგებელი პირი, კომპეტენციიდან გამომდინარე. 2. სააგენტომ რეგულარულად უნდა უზრუნველყოს პერსონალის სწავლება: ა) წვრილფეხა საქონლის ჭირის აღმოფხვრაში ჩართული ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, დაავდების არსზე; ბ) კლინიკურ ნიშნებზე, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე და დაავადებების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) რეალურ დროში სიმულაციურ სწავლებებზე, რომლებიც ტარდება პერიოდულად, კანონმდებლობის შესაბამისად; დ) კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წვრილფეხა საქონლის ჭირის შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერების, ვეტერინარებისათვის და სხვადასხვა ორგანოებისათვის. მუხლი 17🔗. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისთვის ფინანსური და მატერიალური რესურსები 1. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. 2. წვრილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაციების განსახორციელებლად, ასევე საჭირო ვაქცინის რეზერვებისა და შესაბამისი ინვენტარის შესასყიდად, ცხოველის დაავადებაზე პასიური ზედამხედველობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით. 3. სადეზინფექციო საშუალებები, ინვენტარი და პირადი დაცვის მატერიალური აღჭურვილობა დასაწყობებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომია ტერიტორიული ორგანოებისთვის – რეგიონული სამმართველოებისათვის. 4. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული სამმართველოების შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, ყოველწლიურად საორიენტაციო გეგმებით განსაზღვრული და ადგილზე საჭიროებიდან/რეზერვების არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ხდება სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობების გადაცემა - დასაწყობება. 5. სააგენტოს ტერიტორიული 64 ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით (კომპიუტერი, პრინტერი, GPS-ს აპარატი, მაცივარი ნიმუშებისა და ვაქცინების შესანახად, საველე სამუშაოების განხორციელებისთვის და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარი). 6. უზრუნველყოფილია, ცხოველის ლეშის ინსენერაციისთვის სააგენტოს ბალანსზე არსებული 2 ცალი მობილური ინსენერატორის ხელმისაწვდომობა, რომლებიც უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. 7. სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახური და რეგიონული სამმართველოები (მუნიციპალურ დონეზე) უზრუნველყოფილია სადეზინფექციო შესასხურებელი აპარატურით. 8. სააგენტო უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო დანადგარებით, რომელიც დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე.