ცხვრისა და თხის ყვავილის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-465 |
|
2025 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ- საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ცხვრისა და თხის ყვავილთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (დანართი №14) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული „ცხვრისა და თხის ყვავილის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“.
|
2. წარმოდგენილი გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ აღმოფხვრაზე. გეგმაში ასახული ღონისძიებები მიზნად ისახავს დაავადების რისკისა და ვირუსის ცირკულაციის შემცირებას შინაური ცხოველების დაუცველ პოპულაციებში.
3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია საკონტროლო ზომების განხორციელებით ჯაჭვის კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე, სადაც ამ ზომების გავლენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კრიტიკული საკონტროლო წერტილები შეიძლება იყოს საწარმოები ან/და ფერმები და/ან კონკრეტული სადგომები, სადაც ყვავილის გავრცელების ან/და ზემოქმედების რისკი ყველაზე მაღალია.
4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში.
5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
2. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) ამთვისებელი სამიზნე ცხოველების კამპანიური ხასიათის პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმის შემუშავებას (რისკების გათვალისწინებით), საჭირო ოდენობის ვაქცინებისა და დამხმარე აღჭურვილობების გაანგარიშებას, შესყიდვას;
ბ) ყვავილის საეჭვო ან/და სავარაუდო შემთხვევის დროს ნიმუშების აღებას და სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაგზავნას;
გ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევის ჩატარება;
დ) ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში ინფორმაციის შეტანას, დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის;
ე) კვლევის შედეგის შესახებ დაინტერესებული მხარის ინფორმირებას;
ვ) ეპიზოოტიური კერის, დამცავი და საკონტროლო ზონის ტერიტორიის საზღვრების დადგენას, ეპიზოოტიური სიტუაციის შეფასებას;
ზ) მოსალოდნელი და არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე (სეზონურ საძოვრებზე მიგრაცია, ცხოველთა პოპულაციის სიმჭიდროვე და სხვა), ამთვისებელ ცხოველებში ყვავილის შესაძლო გავრცელების მასშტაბის განსაზღვრას;
თ) საკარანტინო ღონისძიებების გეგმის პროექტის შემუშავებას და გადაგზავნას ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში;
ი) ყვავილის კერაში საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებას (დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი შემოწმება დაავადების აღმძვრელის არსებობაზე);
კ) ვაქცინაციის შემდგომ საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიის მონიტორინგს.
2. ყვავილის საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრებათ:
ა) პასუხისმგებელ პირს;
ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ცხოველების ტრანსპორტირებისას, მათ შორის, გადარეკვისას;
გ) კერძო ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ცხოველების ჯანმრთელობის სერვისში;
დ) სახელმწიფო ვეტერინარს;
ე) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიული შეხება აქვს ცხოველების ამთვისებელ სახეობებთან ან ასეთი ცხოველებისგან მიღებულ პროდუქტებთან.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სახელმწიფო ლაბორატორია), ვალდებულია ყვავილის დადასტურებული შემთხვევების შესახებ აცნობოს სააგენტოს.
4. სააგენტო ვალდებულია ყვავილის დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH).
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, დეზინფექციის, დეზაკარიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;
ბ) ყვავილზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:
გ.ა) დაუყოვნებლივ მოახდინოს ყვავილზე საეჭვო ცხოველების იზოლირება;
გ.ბ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე კვება და დაწყურება;
გ.გ) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადგომების მექანიკური დასუფთავება, ნაკელის გაუვნებლობა და სადეზაკარიზაციო სამუშაოების განხორციელება;
გ.დ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე არ დაუშვას ყვავილზე საეჭვო ცხოველების გადაადგილება, რეალიზაცია და დაკვლა;
გ.ე) არ დაუშვას ყვავილზე საეჭვო ცხოველის ლეშის გაკვეთა და გატყავება;
გ.ვ) უზრუნველყოს ყვავილზე საეჭვო ცხოველიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, მათ შორის ცხოველური ნარჩენების (შემდგომში – ცწადპ), სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების გადატანა და რეალიზაცია ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე.
ა) სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ბ) მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები;
გ) სახელმწიფო რწმუნებული ტერიტორიულ ერთეულში;
დ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია;
ე) ცხოველზე პასუხისმგებელი პირი.
2. სახელმწიფო ლაბორატორია უზრუნველყოფს:
ა) ყვავილის საეჭვო ან/და სავარაუდო ცხოველების პათოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;
ბ) კვლევის შედეგის შეტყობინებას დაინტერესებული მხარეებისათვის.
3. სახელმწიფო ლაბორატორიაში ყვავილზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და შეტანილი უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინებით.
2. სააგენტოს გადაწყვეტილებით ხორციელდება:
ა) პასიური და აქტიური ზედამხედველობა წვრილფეხა საქონელზე;
ბ) ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სამიზნე ჯგუფებისათვის.
3. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შერჩევით ხორციელდება პოსტვაქცინალური ანტისხეულების შეფასება.
4. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ცხოველთა სადგომში დაუშვას დაავადების ამთვისებელი ცხოველების შეყვანა, რომლებიც:
ა) დაბადებიდან ან ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ სადგომებში, სადაც ამ პერიოდისათვის არ იყო დაფიქსირებული ყვავილის შემთხვევა და ეს სადგომები არ მდებარეობდა ეპიზოოტიურ კერაში და დამცავ ზონაში;
ბ) ტრანსპორტირების დროს არ ამჟღავნებდნენ ყვავილის კლინიკურ ნიშნებს.
2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
ა) გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება და სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით;
ბ) ვეტერინარი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით (ბიოუსაფრთხოების სპეციალური ტანსაცმელი, ჩექმა, ორმაგი ხელთათმანი, ქუდი, რესპირატორი, სათვალე);
გ) ცოცხალი ცხოველიდან ნიმუშების აღება ხდება: თვალიდან, ცხვირისა და პირის ღრუს ჩამონარეცხიდან, ნერწყვიდან, პირის ღრუს ნეკროზული ქსოვილიდან, ასევე სისხლი არანაკლებ 3-5 გრ (ანტიკოაგულანტით და ანტიკოაგულანტის გარეშე);
დ) მკვდარი ცხოველიდან ნიმუშების აღება ხდება: ბეჭწინა და ფილტვის ლიმფური კვანძებიდან, ფრაგმენტებს პირის ღრუს დანეკროზებული გარსიდან, ფილტვიდან და ელენთიდან არანაკლებ 5 გრამი თითოეული ნიმუშიდან.
2. ნიმუშების სახელმწიფო ლაბორატორიაში გაგზავნა უნდა მოხდეს აღებიდან 48 საათის განმავლობაში.
3. ნიმუშების მოთავსება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
ა) იკრძალება:
ა.ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა;
ა.ბ) ამთვისებელი ცხოველის სახორცედ დაკვლა;
ა.გ) ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული რძისა და რძის პროდუქტების გატანა;
ა.დ) ცხოველთა გადაჯგუფება;
ა.ე) ამთვისებელ ცხოველებში ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი შემთხვევების გარდა;
ა.ვ) ცხოველის დაწყურება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან;
ა.ზ) ცხოველური პროდუქტების დამზადება და გამოტანა;
ა.თ) ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა;
ა.ი) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან;
ა.კ) ამთვისებელი ცხოველის ლეშის გაკვეთა ან/და გატყავება;
ა.ლ) უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა/გამოსვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის საკარანტინო ზონაში არსებულ ობიექტების მომსახურებასთან;
ა.მ) ცწადპ-ს გატანა;
ა.ნ) ცხოველის საკვების დამზადება და გატანა;
ა.ო) ამთვისებელი ცხოველის ტყავის და მატყლის გატანა;
ბ) ხორციელდება:
ბ.ა) არაკეთილსაიმედო სადგომში ამთვისებელი ცხოველების აღრიცხვაზე აყვანა, ვეტერინარული შემოწმება, ავადმყოფი ცხოველების იზოლირება და მოკვლა უსისხლო მეთოდით;
ბ.ბ) კლინიკური ნიშნებით მკვდარი და მოკლული ცხოველების დაწვა;
ბ.გ) ყველა კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების აცრა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით ინსტრუქციის შესაბამისად;
ბ.დ) ავადმყოფი ცხოველებიდან მიღებული რძისა და სხვა ცხოველური პროდუქტების განადგურება;
ბ.ე) კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებიდან მიღებული რძის განადგურება ან მისი ადგილზე გამოყენება თერმულად (5 წთ. ადუღებით) დამუშავების შემდგომ;
ბ.ვ) ცხოველის საკვების განადგურება ან ადგილზე გამოყენება თერმული (900C ტემპერატურაზე 60 წთ. ან 1000C-ზე არანაკლებ 30 წთ.) დამუშავების შემდგომ.
2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება:
ა) უმოკლეს დროში უნდა მოხდეს სადგომების აღწერა, რომელთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:
ა.ა) ცხოველების კლინიკური მდგომარეობა;
ა.ბ) ყვავილის აღმძვრელით შესაძლო ინფიცირებული სატვირთო ავტომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის ჩატარება;
ა.გ) სადგომებში შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) კლინიკურად ჯანმრთელი ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია;
გ) ამთვისებელი ცხოველებისგან სისხლის ნიმუშების აღება ანტისხეულებზე გამოკვლევის მიზნით;
დ) საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.
3. დამცავ ზონაში იკრძალება:
ა) სააგენტოს თანხმობის გარეშე ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გადაადგილება (გარდა ცხოველების დაკვლის მიზნით სასაკლაოში გადაყვანისა, მათი ვაქცინაციიდან 21 დღის შემდეგ, რომლებსაც არ აღენიშნებათ ყვავილის კლინიკური ნიშნები);
ბ) ცოცხალი ცხოველების ბაზრობების, გამოფენების, აუქციონების გამართვა;
გ) ამთვისებელი ცხოველის ტყავის და მატყლის გატანა მათი თერმული დამუშავების (600C-ზე არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში) გარეშე;
დ) ცხოველების დაკვლა (გარდა, კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისა, რომლებიც არიან ვაქცინირებული და გასულია ვაქცინაციიდან 21 დღე);
ე) რძისა და რძის პროდუქტების გატანა (5 წთ. დუღილის შემდგომ, თერმულად დამუშავებული რძე გამოიყენება ადგილზე);
ვ) ცხოველის საკვების დამზადება და გატანა თერმული დამუშავების გარეშე (900 ტემპერატურაზე 60 წთ. ან 1000 ტემპერატურაზე - არანაკლებ 30 წთ-ის);
ზ) ინვენტარისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გატანა, რომლებსაც შეხება ჰქონდა ამთვისებელ ცხოველებთან;
თ) მატყლის გაპარსვა, შეგროვება და მათი გატანა;
ი) ცწადპ-ს გატანა;
კ) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდება 30 დღეზე მეტ ხანს, დაავადების შემდგომი ეპიზოოტიის ან ცხოველების შენახვიდან გამომდინარე ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ან სხვა პრობლემების შედეგად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია პასუხისმგებელი პირის მიერ დასაბუთებული მიმართვის შემდეგ დაუშვას დამცავ ზონაში მდებარე სადგომიდან ცხოველების გადაყვანა, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ სასაკლაოზე.
5. სააგენტოს შეუძლია დაუშვას სადგომიდან ცხოველების გადაადგილება იმ პირობით, რომ:
ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს სადგომში არსებული და გადასაყვანი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას და აღნიშნული შემოწმებით არ დადასტურდება ყვავილის კლინიკური ნიშნების არსებობა;
ბ) განახორციელებს ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ.
6. თუ ცხოველების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე:
ა) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებს, ინფორმირებული უნდა იყოს ცხოველების სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ, რაც უნდა აცნობოს სააგენტოს;
ბ) სასაკლაოზე ცხოველების განთავსება და დაკვლა უნდა მოხდეს ცხოველების სხვა პარტიისაგან განცალკევებით;
გ) სასაკლაოზე ცხოველების დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ყვავილის კლინიკური ნიშნების არსებობაზე.
7. ამ მუხლით დადგენილი ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს:
ა) დაინფიცირებული სადგომების დასუფთავების და დეზინფექციის განხორციელებამდე;
ბ) ყვავილის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით ცხოველების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე.
8. დამცავ ზონაში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო.
ა) საქონლის ყველა სადგომის აღწერა;
ბ) ცხოველების კლინიკური შემოწმება და სისხლის ნიმუშების აღება ანტისხეულებზე გამოკვლევის მიზნით.
2. საკონტროლო ზონაში იკრძალება:
ა) სააგენტოს ნებართვის გარეშე ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილება;
ბ) სადგომიდან ცწადპ-ს გატანა;
გ) მატყლისა და ტყავის გატანა, რაც დასაშვებია შესაბამისი თერმული დამუშავების შემდგომ;
დ) ცხოველთა ბაზრობების, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში უნდა გაგრძელდეს დაინფიცირებულ კერაში საკარანტინო ღონისძიებების დასრულებამდე.
4. საკონტროლო ზონაში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო.
2. ნაკელის ბიოთერმული გაუვნებლება არანაკლებ 2 თვე 00-ზე მაღალი ტემპერატურის არსებობისას ან 3 თვე 00 C-ზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, ან დამარხვით ან დაწვით.
3. დეზინფექცია ხორციელდება სააგენტოს მიერ.
4. წინასწარი გაწმენდა, დეზინფექცია და დეზაკარიზაცია უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ყვავილის ვირუსის გავრცელება.
5. უნდა მოხდეს ყველა იმ შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალების გაწმენდა, დეზინფექცია და დეზაკარიზაცია, რომელშიც მოთავსებული იყვნენ ყვავილით დაავადებული ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები.
ა) ადგილი არ ჰქონდა ცხოველის საეჭვო ან/და დადასტურებულ გამოვლინებას;
ბ) ვაქცინაციიდან გასულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციით იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად გათვალისწინებული პერიოდი;
გ) ჩატარებულია დასკვნითი დეზინფექცია.
2. კარანტინი იხსნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
ა) სააგენტომ მოსახლეობას და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ყვავილის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე;
ბ) ღონისძიების ჩატარების პროცესში მოსახლეობაში უნდა დარიგდეს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები და პლაკატები;
გ) ურთიერთინფორმირებულობის მიზნით სააგენტოს წარმომადგენლებმა უნდა იხელმძღვანელონ „ცხოველთა დაავადებების შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ოპერაციული პროცედურით“;
დ) სწრაფი კომუნიკაციის მიზნით ასევე გამოყენებული უნდა იქნეს სატელეფონო კომუნიკაცია და ელექტრონული ფოსტა;
ე) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – რეგიონული სამმართველოს მიერ უნდა განხორციელდეს ადგილობრივ თვითმართველობასთან კომუნიკაცია;
ვ) კომუნიკაციის პროცესში ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად ჩართული უნდა იყო სააგენტოს ყველა პასუხისმგებელი პირი, კომპეტენციიდან გამომდინარე.
2. სააგენტომ რეგულარულად უნდა უზრუნველყოს პერსონალის სწავლება:
ა) ყვავილის აღმოფხვრისას გასათვალისწინებელ ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, დაავადების არსზე;
ბ) კლინიკურ ნიშნებზე, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე და ყვავილის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) რეალურ დროში სიმულაციურ სწავლებებზე, რომლებიც ტარდება პერიოდულად, კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყვავილის შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერების, ვეტერინარებისათვის და სხვადასხვა ორგანოსათვის.
2. ყვავილზე პასიური ზედამხედველობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.
3. სადეზინფექციო საშუალებები, ინვენტარი და პირადი დაცვის მატერიალური აღჭურვილობა დასაწყობებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომია ტერიტორიული ორგანოებისთვის – რეგიონული სამმართველოებისათვის.
4. ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული სამმართველოების შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, ყოველწლიურად საორიენტაციო გეგმებით განსაზღვრული და ადგილზე საჭიროებიდან/რეზერვების არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ხდება სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობების გადაცემა – დასაწყობება.
5. სააგენტოს ტერიტორიული 64 ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით (კომპიუტერი, პრინტერი, GPS-ს აპარატი, მაცივარი ნიმუშებისა და ვაქცინების შესანახად, საველე სამუშაოების განხორციელებისთვის და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარი).
6. უზრუნველყოფილია ცხოველის ლეშის ინსენერაციისთვის სააგენტოს ბალანსზე არსებული 2 ცალი მობილური ინსენერატორის ხელმისაწვდომობა, რომლებიც უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.
7. სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახური და რეგიონული სამმართველოები (მუნიციპალურ დონეზე) უზრუნველყოფილია სადეზინფექციო შესასხურებელი აპარატურით.
8. სააგენტო უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო დანადგარებით, რომლებიც დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე.