„აკვაკულტურის ცხოველის ახლად წარმოქმნილი და ეგზოტიკური დაავადებების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-356 |
|
2025 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი |
„აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის“ 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული „აკვაკულტურის ცხოველის ახლად წარმოქმნილი და ეგზოტიკური დაავადებების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“.
|
საგანგებო გეგმა
2. ეს გეგმა განკუთვნილია წყლის ცხოველების ახლად წარმოქმნილი და ეგზოტიკური დაავადებებისათვის (შემდგომ – დაავადებები), რომელიც შეტანილია „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილების დანართ №3-ში „ეგზოტიკური დაავადებების“ ჩამონათვალი.
3. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში.
4. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
ა) მეურნეობა – აკვაკულტურის წარმოების მმართველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი შენობა, შემოღობილი ტერიტორია ან ინსტალაცია, სადაც აკვაკულტურის ცხოველები გამოზრდილია ბაზარზე განთავსების მიზნით, გარდა ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველისა, რომელიც შეაგროვეს ან დაიჭირეს ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით და ინახება დროებით მათ დაკვლამდე, გამოკვების გარეშე;
ბ) წყლის ცხოველების ეგზოტიკური დაავადებები – „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილების, დანართი №3-ით განსაზღვრული დაავადებები:
ბ.ა) სისხლმბადი ქსოვილის ეპიზოოტიური ნეკროზი;
ბ.ბ) ინფექცია Bonamia exitiosa-ით;
ბ.გ) ინფექცია Perkinsus marinus-ით;
ბ.დ) ინფექცია Microcytos mackini-ით;
ბ.ე) ტაურა სინდრომი;
ბ.ვ) დაავადება – ყვითელი თავი.
გ) ამთვისებელი სახეობები – „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილების დანართით №3 „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალში“ განსაზღვრული სახეობები;
დ) მფლობელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს აკვაკულტურის ცხოველები მფლობელობაში ან საკუთრებაში კომერციული ან სხვა მიზნით;
ე) საზედამხედველო ზონა – დაკვირვების ზონა, რომელიც განსაზღვრულია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ ვაქცინაციის ზონის პერიმეტრიდან სულ მცირე 10 კმ-ის მანძილზე, სადაც:
ე.ა) აკრძალულია ვაქცინაცია;
ე.ბ) ხორციელდება ინტენსიური დაკვირვება;
ე.გ) ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება ექვემდებარება სააგენტოს კონტროლს.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ამ გეგმისთვის გამოიყენება ასევე „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №594 დადგენილებით განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ტერმინები.
2. წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, სააგენტოს პრიორიტეტებია:
ა) დაავადების პრევენცია, კონტროლი და მისი გავრცელების თავიდან აცილება;
ბ) დაავადების სრულად ლიკვიდაცია და „დაავადებისგან თავისუფალი“ სტატუსის აღდგენა;
გ) ეკონომიკური ზიანის შემცირება.
3. სააგენტოს ძირითადი ვალდებულებებია:
ა) საქართველოში დაავადების აფეთქებისას, კონტროლის ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ადგილობრივი დარგის ექსპერტების რეკომენდაციებისა და საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
ბ) დაავადების სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, კერძოდ, სააგენტოს მიერ უნდა მოხდეს მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება წყლის ცხოველების დაავადებების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე;
გ) საინფორმაციო სახის ფლაერების, ბუკლეტების, პლაკატების მომზადებისა და მათი გავრცელების უზრუნველყოფა ყველა სამიზნე ჯგუფში;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეთევზეობის დარგში დასაქმებული დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ე) დაავადების აღმოფხვრაში ჩართული მხარეების მონაწილეობით ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა: კომუნიკაციის უნარჩვევებზე, სიმულაციურ სავარჯიშოებზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, დაავადების არსსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.
2. ჯგუფის შემადგენლობა:
ა) სააგენტოს უფროსის მოადგილე (მთავარი ვეტერინარი (CVO)) – ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი;
გ) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კურატორი მოადგილე);
დ) სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
ე) სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი;
ვ) სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
ზ) სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენელი;
თ) დარგის ექსპერტები.
3. ჯგუფი პასუხისმგებელია:
ა) დაავადებაზე კონტროლის ზომების განსაზღვრაზე;
ბ) დაავადების კონტროლის რეგიონული ჯგუფის მიერ განსაზღვრეული ზომების მყისიერად და ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფაზე;
გ) რეგიონული ჯგუფის პერსონალის და სხვა რესურსების ამოქმედებაზე;
დ) რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაზე, გეგმის დასახვასა და შესრულების ორგანიზებაზე;
ე) გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კონსულტაციის გაწევაზე;
ვ) დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის განხორციელების ორგანიზებაზე;
ზ) სხვა ქვეყნების და ეროვნული კომპეტენტური ორგანოებისთვის, მათ შორის, გარემოს დამცველი ორგანოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;
თ) შესაბამის ლაბორატორიებთან ურთიერთთანამშრომლობაზე;
ი) გარემოს დამცველ შესაბამის უწყებებთან ურთიერთობებზე, ვეტერინარული და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ზომების კოორდინაციაზე.
4. ეპიზოოტიური მდგომარეობის გართულებისას, როდესაც დაავადება იღებს გავრცელების ფართო მასშტაბებს და არის საფრთხე, რომ დაავადებამ მოიცვას აკვაკულტურის მეურნეობების დიდი ნაწილი, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია შეიქმნას დაავადებასთან ბრძოლის ცენტრალური და რეგიონული ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში საჭიროების მიხედვით შევლენ შესაბამისი სპეციალისტები.
2. სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადებაზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და შეტანილი უნდა იქნას ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინებით.
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;
ბ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობაში ახალი აკვაკულტურის ცხოველების შეყვანის შესახებ.
ა) ზომების მიღებას დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ახორციელებს ეპიდკვლევას;
ბ) მეურნეობაში არსებული სულადობების აღწერას სახეობებისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს თითეული სახეობისათვის და კატეგორიისათვის: ცოცხალი, მკვდარი, კლინიკური ნიშნების მქონე და კლინიკური ნიშნების გარეშე არსებული წყლის ცხოველის რადენობა (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში);
გ) სახელმწიფო ლაბორატორიასთან წინასწარ შეთანხმებას საჭირო ნიმუშების აღებასთან და გადაგზავნასთან დაკავშირებით.
2. სავარაუდოდ დაავადებული წყლის ცხოველის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურისა ან/და ტერიტორიული ორგანოს – რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ვალდებულია აღნიშნული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე:
ა) აკრძალოს მეურნეობაში აკვაკულტურის ცხოველის და მისი პროდუქტების შეყვანა/შეტანა;
ბ) სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, გასცეს მითითება განყოფილებების იზოლაციაზე მეურნეობაში, სადაც ინახება დაავადებაზე საეჭვო აკვაკულტურის ცხოველები;
გ) აკრძალოს აკვაკულტურის ცხოველების და მათი პროდუქტების გადაადგილება მეურნეობიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სააგენტოს მიერ დადგენილია დაუყოვნებელი დაკვლა და გადამუშავება, მოლუსკებისა და კიბოსნაირების შემთხვევაში, რომლებიც იყიდება ცოცხლად უშუალოდ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;
დ) აკრძალოს აღჭურვილობის, ცხოველის საკვებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილება მეურნეობებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ნებადართულია სააგენტოს მიერ.
3. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურისა ან/და ტერიტორიული ორგანოს – რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა უნდა შეინარჩუნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ზომები დაავადების არსებობის გამორიცხვამდე ან დადასტურებამდე.
4. სააგენტო, საჭიროებიდან გამომდინარე, ავრცელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზომებს:
ა) ნებისმიერ მეურნეობაში, რომელსაც ჰიდროდინამიკური პირობების გამო აქვს დაავადებაზე საეჭვო მეურნეობიდან დაავადების დაინფიცირების გაზრდილი რისკი;
ბ) ნებისმიერ მეურნეობაში, რომელსაც აქვს პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კავშირი დაავადებაზე საეჭვო მეურნეობასთან.
5. თუ დაავადების არსებობა საეჭვოა ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველებში, სააგენტო, საჭიროებიდან გამომდინარე, გაავრცელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ზომებს შესაბამის მეურნეობებზე.
6. სააგენტოს შეუძლია დაუშვას აკვაკულტურის ცხოველების გადაადგილება მეურნეობაში მისი ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ, იმ პირობით, რომ დაცული იქნება შემდეგი მოთხოვნები:
ა) გადაადგილდებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ დაავადების ნიშნები/სიმპტომები;
ბ) აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობას დანიშნულების ადგილამდე ან ამ მეურნობებში გადაადგილებით საფრთხე არ ემუქრება;
გ) დანიშნულების ადგილის მეურნეობაში მათ არ აქვთ კონტაქტი აკვაკულტურის სხვა ცხოველებთან, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის უფრო მძიმე მდგომარეობა შესაბამისი დაავადების მიმართ;
დ) ცხოველები ინახება დანიშნულების მეურნეობაში იმ მაქსიმალური დროის განმავლობაში, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო.
2. საზედამხედველო ზონა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად და უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ დაავადების გავრცელების რისკებზე მოშენებულ და გარეულ თევზებში, როგორიცაა:
ა) მკვდარი თევზების რაოდენობა და განაწილება ინფიცირებულ მეურნეობებში ან აკვაკულტურის სხვა მეურნეობებში;
ბ) მანძილი და სიმჭიდროვე მეზობელ მეურნეობამდე;
გ) საკონტაქტო (პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში მყოფი მეურნეობები) მეურნეობები;
დ) მეურნეობებში არსებული სახეობები;
ე) ფერმერული პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება ინფიცირებულ და მეზობელ მეურნეობებში;
ვ) ჰიდროდინამიკური პირობები;
ზ) გამოვლენილი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის სხვა ფაქტორები.
3. გეოგრაფიული დემარკაცია შიდა წყალსატევებში უნდა მოიცავდეს მთელ წყალშემკრებს, რომელშიც მდებარეობს ინფიცირებული მეურნეობა. სააგენტომ შეიძლება შეზღუდოს საზედამხედველო ზონის არეალი წყალშემკრები ზონის ნაწილებით, იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვა არ დააზარალებს დაავადების კონტროლის ზომებს.
4. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია არ დაწესდეს საზედამხედველო ზონა:
ა) როდესაც ინფიცირებული მეურნეობა არ ახორციელებს დაუმუშავებელი (დეზინფექციის გარეშე) ჩამდინარე წყლების მიმდებარე წყლებში ჩაშვებას;
ბ) როდესაც ბიოუსაფრთხოების ზომები, რომლებიც არსებობს მეურნეობაში, არის ისეთი სტანდარტის, რომელიც უზრუნველყოფს მასში ინფექციის სრულად შეკავებას.
5. სააგენტომ შეიძლება მიიღოს რისკის შესამცირებელი ზომები საზედამხედველო ზონაში შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებით:
ა) თევზაობა;
ბ) სხვა აქტივობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელების რისკი.
6. თუ დაავადება დადასტურებულია ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველებში, სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშავოს და განახორციელოს პრევენციის, მეთვალყურეობისა და დაავადების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ამთვისებელ სახეობებზე ან ცხოველთა დამატებით პოპულაციაზე;
ბ) გამოიყენოს გაძლიერებული ზედამხედველობა ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველების პოპულაციაზე და მეურნეობებში, რომლებსაც აქვთ პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან;
გ) მიიღოს ზომები დაავადების აღმოსაფხვრელად წყლის შესაბამისი გარეული პოპულაციისგან, სადაც ეს შესაძლებელია.
ა) ჩაატაროს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა;
ბ) ჩაატაროს გამოკვლევები და გამოიყენოს ამ გეგმის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები ყველა ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებულ მეურნეობაში.
2. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურისა ან/და ტერიტორიული ორგანოს – რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი განიხილავს ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველებზე მოკვლევის ჩატარების აუცილებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მოკვლევა გამოავლენს ეპიდემიოლოგიურ კავშირს მეურნეობებში არსებულ და გარემოში მობინადრე წყლის ცხოველებს შორის.
ა) აკვაკულტურის ცხოველების ან მათი პროდუქტების გადაადგილება მეურნეობ(ებ)იდან, სადაც იმყოფება ამთვისებელი სახეობები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს მიერ დადგენილია დაუყოვნებელი დაკვლა ან გადამუშავება, ან მოლუსკებისა და კიბოსნაირების ბაზარზე განთავსება ხდება ცოცხალად უშუალოდ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;
ბ) ამთვისებელი სახეობების შეყვანა მეურნეობა(ებ)ში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დადგენილია სათანადოდ დასაბუთებული საფუძვლებით;
გ) იკრძალება აღჭურვილობის, საკვების და ცხოველური პროდუქტების გადაადგილება მეურნეობ(ებ)იდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დაშვებულია სააგენტოს მიერ.
2. სააგენტო უფლებამოსილია დაუშვას აკვაკულტურის ცხოველების გადაადგილება იმავე საზედამხედველო ზონაში მდებარე მეურნეობაში მისი ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ, იმ პირობით, რომ:
ა) გადაადგილდებიან მხოლოდ ის წყლის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ დაავადების ნიშნები/სიმპტომები;
ბ) აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას დანიშნულების ადგილზე ან ამ მეურნეობაში წყლის ცხოველების გადაადგილებით საფრთხე არ ემუქრება.
ა) ყველა მკვდარი ცხოველის მოცილება;
ბ) ყველა მომაკვდავი ცხოველის მოცილება და მოკვლა;
გ) ყველა ცხოველის მოცილება და მოკვლა, რომელსაც აქვს დაავადების სიმპტომები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.
2. მფლობელი ახორციელებს მეცხოველეობასთან დაკავშრებული ნებისმიერი მოწყობილობის დეზინფექციას (მათ შორის, გალიები, ბადეები, დამცავი ტანსაცმელი, უსაფრთხოების მოწყობილობა, რომლებსაც ოპერატორები და ვიზიტორები იყენებენ, ყველა სატრანსპორტო საშუალება და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენებოდა ინფიცირებული ცხოველების გადასატანად ან კონტაქტში იყო ინფიცირებულ ცხოველებთან).
3. გაწმენდისა და დეზინფექციის ოქმი დგება სააგენტოს მიერ დადგენილი ნიმუშის შესაბამისად.
4. დასუფთავება და დეზინფექცია ტარდება სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ან/და ტერიტორიული ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ.
2. სანაციის ხანგრძლივობის ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი პათოგენის და ინფიცირებულ მეურნეობებში გამოყენებული წარმოების სისტემის ტიპი.
2. გარემოზე ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, ცხოველური ნარჩენების მართვის პროცესში ზედამხედველობა განხორციელდება სააგენტოსა და გარემოს დაცვის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობით.
2. სააგენტოს უფროსი ან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) დელეგატი დაუყოვნებლივ ახდენს მეზობელი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების ინფორმირებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით.