ქალაქ თბილისში გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
მიღების თარიღი 12.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №635
სარეგისტრაციო კოდი 000000110.12(0).000.000187 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება № 635
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიას შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ ხელმძღვანელობის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე