ქალაქ თბილისში მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის დაარსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დადგენილება № 636
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება და დაკმაყოფილდეს მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ თხოვნა თბილისში მისი წარმომადგენლობის დაარსების შესახებ.
2. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას საქართველოს რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე