ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 22.07.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №580
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000176 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
144 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №580 1991 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. მიღებულ იქნეს ყვარლის რაიონის პრეფექტურის წინადადება და გამოეყოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ყვარლის მევენახეობის სახელმწიფო მეურნეობის მიწებიდან ნაცვლად მოთხოვნილი 1,5 ჰექტარისა 0,5 ჰექტარი ფართობი (სპორტული მოედანი) სოფელ სანავარდოში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობისათვის. 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს: - აუნაზღაუროს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და  კვების მრეწველობის სამინისტროს მიწის რეფორმის, მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 0,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად; - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                                                                                                  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                         გ. ბერიძე