საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან ფარმაკოლოგიურ საშუალებათა, კვების პროდუქტებისა და მათი წარმოების ახალი ტექნოლოგიის სერტიფიკაციის კომიტეტის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 12.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №628
სარეგისტრაციო კოდი 000000220.02(0).000.000181 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
188 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან ფარმაკოლოგიურ საშუალებათა, კვების პროდუქტებისა და მათი წარმოების ახალი ტექნოლოგიის სერტიფიკაციის კომიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №628 1991 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან ფარმაკოლოგიურ საშუალებათა, კვების პროდუქტებისა და მათი წარმოების ახალი ტექნოლოგიის სერტიფიკაციის კომიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და ახალი სამკურნალწამლო საშუალებების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და ახალი კოორდინაციის, საშუალებების პრაქტიკული ჯანდაცვისათვის გადაცემის კოორდინაციის, კვების პროდუქტების საერთაშორისო სერტიფიკაციისა და ახალი ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან ფარმაკოლოგიური საშუალებათა, კვების პროდუქტებისა და მათი წარმოების ახალი ტექნოლოგიის სერტიფიკაციის კომიტეტი. 2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებული ფარმაკოლოგიურ საშუალებათა, კვების პროდუქტებისა და ახალი ტექნოლოგიის სერტიფიკაციის კომიტეტის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა 30 ერთეულით. აპარატის შენახვა განხორციელდეს სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ხარჯზე. 3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს (მ. ძოძუაშვილი) საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ზემოაღნიშნული კომიტეტის აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი განაკვეთების ოდენობა, დაამტკიცოს მისი სტრუქტურა და დებულება. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე