ქალაქ თბილისში შვედეთის ფირმა „სოდერფოს ხერრგორდის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
მიღების თარიღი 12.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №634
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000186 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში შვედეთის ფირმა „სოდერფოს ხერრგორდის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება №634
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში შვედეთის ფირმა „სოდერფოს ხერრგორდის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და შვედეთს შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და შვედეთის ფირმა „სოდერფოს ხერრგორდის“ ხელმძღვანელობის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს შვედეთის ფირმა „სოდერფოს ხერრგორდის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე