ქალაქ თბილისში შვეიცარიის ფირმა „ზული ტრეიდინგ კორპორეიშენის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ

მიღების თარიღი 13.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №643
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000189 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
104 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში შვეიცარიის ფირმა „ზული ტრეიდინგ კორპორეიშენის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დადგენილება №643 1991 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი ქალაქ თბილისში შვეიცარიის ფირმა „ზული ტრეიდინგ კორპორეიშენის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და შვეიცარიას შორის პარტნიორული, საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. დაკმაყოფილდეს შვეიცარიის ფირმა „ზული ტრეიდინგ კოოპორეიშენის“ ხელმძღვანელობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს შვეიცარიის ფირმა „ზული ტრეიდინგ კორპორეიშენის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე