„საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№021
სარეგისტრაციო კოდი
110060000.70.082.016149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №021

2025 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016038) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) დეპარტამენტის ამოცანების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;

ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ზ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას;

თ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

კ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ლ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №021. სარეგისტრაციო კოდი — 110060000.70.082.016149.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №021, 14.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6572124/