„ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
450.090.000.10.003.001.156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 28/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,31. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად დაფუძნების შემდეგ 2009 წლის 1 იანვრამდე აფხაზეთის მთავრობას მიეცეს მათი დაფინანსების უფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან (დანართის მიხედვით).“;

ბ) დადგენილების №2 და №3 დანართებს შორის საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის №228 დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სახელოვნებო და სასპორტო სკოლების შესახებ

 

დასახელება

საშტატო

ერთეული

კონტინგენტი

ადგილმდებარეობა

1.

აფხაზეთის №1 სამუსიკო სკოლა

14

175

ქ. თბილისი

2.

აფხაზეთის №2 სამუსიკო სკოლა

25

157

ქ. თბილისი

3.

აფხაზეთის №1 სამხატვრო სკოლა

13

85

ქ. თბილისი

4.

აფხაზეთის №1 კომპლექსური

სასპორტო სკოლა

23

416

ქ. თბილისი.”.

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე