,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№174
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 03/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2007 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად ,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №101, მუხლი 1107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. 100 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 8 სტუდენტს;

ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 5 სტუდენტს;

გ) ონის მუნიციპალიტეტში – 4 სტუდენტს;

დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 11 სტუდენტს;

ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 20 სტუდენტს;

ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტს;

ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 3 სტუდენტს;

თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 2 სტუდენტს;

ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;

კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 4 სტუდენტს;

ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 2 სტუდენტს;

მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტს;

ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 7 სტუდენტს;

ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში – 6 სტუდენტს.“;

ბ) დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში – 35 სტუდენტს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი