„2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№247
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.888
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 15/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილების (სსმ, III, 2007 წელი, №101, მუხლი 1107) მე-7 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი:

,,3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა მე-5 მუხლით დადგენილი პრინციპის მიხედვით გადაუნაწილდებათ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების სტუდენტებს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი