სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.07.2025
გამომცემი ორგანო სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190020060.87.102.016001 34
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/07/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
3,760 სიტყვა · ~19 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (26)
სახელმწიფო გრანტი
საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები. სახელმწიფო გრანტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
მუხლი 2
მცირე გრანტი
სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების ხელშეწყობა და ბიუჯეტი არ აღემატება 100,000 ლარს
მუხლი 2
ინსტიტუციური განვითარების გრანტი
სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და ბიუჯეტი არ აღემატება 700,000 ლარს
მუხლი 2
დამატებითი გრანტი
სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის შედეგად დადებული საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების დადგენისა და აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების მიზნის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შემთხვევაში, საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით. დამატებითი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს
მუხლი 2
თანადაფინანსებითი გრანტი
სახელმწიფო გრანტი, რომელიც საჯარო კონკურსის გარეშე გაიცემა საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ განმცხადებელს იმავე პრიორიტეტული მიმართულებისა ან/და მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გააჩნია საგრანტო განაცხადის მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%-ის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო გრანტის ოდენობა არ აღემატება 700,000 ლარს
მუხლი 2
საზოგადოებრივი ორგანიზაცია
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება
მუხლი 2
სამოქალაქო ინიციატივა
საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი, რომელიც შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტულ მიმართულებებსა ან/და მიზნობრივ პროგრამებს და მიზნად ისახავს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხზე ზემოქმედებას ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე
მუხლი 2
სახელმწიფო გრანტის გამცემი
სააგენტო
მუხლი 2
თანადამფინანსებელი
ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრანტის გამცემისა და განმცხადებლისა, რომელიც სულ მცირე 50%-ით თანამონაწილეობს საგრანტო განაცხადის განხორციელებაში
მუხლი 2
განმცხადებელი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც საგრანტო განაცხადით მიმართა სააგენტოს, სახელმწიფო გრანტის მიღების თაობაზე
მუხლი 2
სახელმწიფო გრანტის მიმღები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელთანაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება
მუხლი 2
საჯარო კონკურსი
შერჩევის პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს გამარჯვებული საგრანტო განაცხადის/განაცხადების გამოვლენას
მუხლი 2
პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები
მუხლი 2
საგრანტო განაცხადი
ამ წესის შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებებისა ან/და მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში წარდგენილი სამოქალაქო ინიციატივა, სახელმწიფო გრანტის მიღების მიზნით
მუხლი 2
საგრანტო პერიოდი
საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო პროექტს.
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი
ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამის სფეროში  სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად
მუხლი 2
საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო (შემდგომში
საბჭო) – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად შექმნილი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო განაცხადების შეფასებას, სახელმწიფო გრანტის მიმღების გამოვლენასა და სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას
მუხლი 2
შეფასების ფურცელი
სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საგრანტო განაცხადის შეფასების ფორმა
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულება
სააგენტოსა და სახელმწიფო გრანტის მიმღებს შორის სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებულ საკითხებზე გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება
მუხლი 2
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის მიმდინარეობისა და სრულად შესრულების მონიტორინგი
მუხლი 2
მიმდინარე მონიტორინგი
საგრანტო პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმება და შეფასება
მუხლი 2
საბოლოო მონიტორინგი
საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ საგრანტო ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულების შემოწმება და შეფასება
მუხლი 2
შესრულების შინაარსობრივი ანგარიში
სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის შინაარსობრივი შესრულების შესახებ ინფორმაციას ან/და თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაციას
მუხლი 2
შესრულების ფინანსური ანგარიში
სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ, საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად
მუხლი 2
შუალედური ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით, სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი შესრულების შუალედური შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიში
მუხლი 2
საბოლოო ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი შესრულების საბოლოო შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიში. 2. ამ წესში მითითებული სხვა ტერმინები და ცნებები განიმარტება საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 27.01.2020 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 11.04.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 14.05.2018 სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 23.02.2018 სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 16.01.2015
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
18.07.2025
27.01.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს  თავმჯდომარის ბრძანება №1 2025 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 1​1 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის № 119 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს  დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარეთამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს წესი აწესრიგებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. 2. სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზანია, საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსება. 3. მონიტირინგის მიზანია საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმება, შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  სახელმწიფო გრანტი – საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები. სახელმწიფო გრანტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის: ა.ა) მცირე გრანტისახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების ხელშეწყობა და ბიუჯეტი არ აღემატება 100,000 ლარს; ა.ბ) ინსტიტუციური განვითარების გრანტისახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და ბიუჯეტი არ აღემატება 700,000 ლარს; ა.გ) დამატებითი გრანტისახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის შედეგად დადებული საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების დადგენისა და აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების მიზნის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შემთხვევაში, საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით. დამატებითი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს; ა.დ) თანადაფინანსებითი გრანტისახელმწიფო გრანტი, რომელიც საჯარო კონკურსის გარეშე გაიცემა საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ განმცხადებელს იმავე პრიორიტეტული მიმართულებისა ან/და მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გააჩნია საგრანტო განაცხადის მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%-ის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო გრანტის ოდენობა არ აღემატება 700,000 ლარს;   ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაციაარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება; გ) სამოქალაქო ინიციატივა – საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი, რომელიც შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტულ მიმართულებებსა ან/და მიზნობრივ პროგრამებს და მიზნად ისახავს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხზე ზემოქმედებას ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე; დ) სახელმწიფო გრანტის გამცემი – სააგენტო; ე) თანადამფინანსებელი – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრანტის გამცემისა და განმცხადებლისა, რომელიც სულ მცირე 50%-ით თანამონაწილეობს საგრანტო განაცხადის განხორციელებაში; ვ) განმცხადებელისაზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც საგრანტო განაცხადით მიმართა სააგენტოს, სახელმწიფო გრანტის მიღების თაობაზე; ზ) სახელმწიფო გრანტის მიმღებისაზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელთანაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება; თ) საჯარო კონკურსი – შერჩევის პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს გამარჯვებული საგრანტო განაცხადის/განაცხადების გამოვლენას; ი) პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები; კ) საგრანტო განაცხადი – ამ წესის შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებებისა ან/და მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში წარდგენილი სამოქალაქო ინიციატივა, სახელმწიფო გრანტის მიღების მიზნით; ლ) საგრანტო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო პროექტს. მ) დამოუკიდებელი ექსპერტიფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამის სფეროში  სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად; ნ) საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო (შემდგომში  – საბჭო) – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად შექმნილი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო განაცხადების შეფასებას, სახელმწიფო გრანტის მიმღების გამოვლენასა და სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას; ო) შეფასების ფურცელი – სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საგრანტო განაცხადის შეფასების ფორმა; პ) საგრანტო ხელშეკრულება – სააგენტოსა და სახელმწიფო გრანტის მიმღებს შორის სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებულ საკითხებზე გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება; ჟ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის მიმდინარეობისა და სრულად შესრულების მონიტორინგი; რ) მიმდინარე მონიტორინგი – საგრანტო პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმება და შეფასება; ს) საბოლოო მონიტორინგი – საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ საგრანტო ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულების შემოწმება და შეფასება; ტ) შესრულების შინაარსობრივი ანგარიში – სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის შინაარსობრივი შესრულების შესახებ ინფორმაციას ან/და თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაციას; უ) შესრულების ფინანსური ანგარიში – სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ, საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად; ფ) შუალედური ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით, სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი შესრულების შუალედური შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიში; ქ) საბოლოო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი შესრულების საბოლოო შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიში. 2. ამ წესში მითითებული სხვა ტერმინები და ცნებები განიმარტება საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სახელმწიფო გრანტის გაცემის პრინციპები 1. სახელმწიფო გრანტი გაიცემა კანონიერების, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. სახელმწიფო გრანტის მიმღები იცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რაც გულისხმობს რაიმე ფორმით, პირდაპირ ან ირიბად, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების ან საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიისთვის დახმარების აკრძალვას. მუხლი 4🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ინტერესთა შეუთავსებლობას წარმოადგენს, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი/დამფუძნებლები, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ი, მართველობის ორგანოს პირ(ებ)ი ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადის განმახორციელებელი პირ(ებ)ი არიან სააგენტოს თანამშრომლები ან ამ პირთა ახლო ნათესავები. 2. საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი, თუ განმცხადებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, დამფუძნებელთან/დამფუძნებლებთან, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)თან, მმართველობის ორგანოს წევრ(ებ)თან ან საგრანტო განაცხადის განმახორციელებელ პირ(ებ)თან იმყოფება რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში, ან სხვა სახის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაზე, ან არის ამ პირთა ახლო ნათესავი. 3. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად მიიჩნევა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირ(ებ)ი. მუხლი 5🔗. სამოქალაქო ინიციატივის დაფინანსების წყარო სამოქალაქო ინიციატივა ფინანსდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ მიზნით სააგენტოსთვის გამოყოფილი შესაბამისი წლიური ასიგნებებიდან. მუხლი 6🔗. პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების განსაზღვრის წესი 1. სააგენტო, საბჭოს მიერ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების განსაზღვრისთვის, ახორციელებს წინასწარ მოკვლევასა და ანალიზს, რა მიზნითაც მართავს კონსულტაციებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან/საჯარო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. 2. სააგენტო წინასწარი მოკვლევისა და ანალიზის შედეგებს წარუდგენს საბჭოს, რომელიც განიხილავს და ამ წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტის საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მთავრობას წარედგინება საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მუხლი 7🔗. სააგენტოს კომპეტენცია სააგენტო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო პირობებს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს  საგრანტო განაცხადის ფორმასა და შეფასების კრიტერიუმებს; გ) აქვეყნებს განცხადებას საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ; დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას; ე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით საბჭოს წარუდგენს იმ განაცხადებს, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ფორმალურად შეესაბამება; ვ) უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას; ზ) ახორციელებს სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს; თ) ახდენს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას; ი) ასრულებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. თავი II. საჯარო კონკურსი მუხლი 8🔗. საჯარო კონკურსის გამოცხადების წესი და პირობები 1. საჯარო კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საჯარო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე –  www.sgma.gov.ge ან/და სააგენტოს ოფიციალური სოციალური მედიის გვერდზე. 3. საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას შეიძლება მიეწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. 4. საჯარო კონკურსის ეტაპებია: ა) საჯარო კონკურსის გამოცხადება; ბ) საგრანტო განაცხადის მიღება; გ) მიღებული საგრანტო განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; დ) საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება; ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება. 5. საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დასახელებას; ბ) სახელმწიფო გრანტის სახეს; გ) საგრანტო პერიოდს; დ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ე) საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმებს; ვ) სააგენტოს მიერ დადგენილ საგრანტო განაცხადის  ფორმასა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას; ზ) საგრანტო განაცხადის მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღს; თ) საგრანტო ხელშკრულების პროექტს. 6. საჯარო კონკურსის გამოცხადების შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია, გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე –  www.sgma.gov.ge ან/და სააგენტოს ოფიციალური სოციალური მედიის გვერდზე. მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 10🔗. საგრანტო განაცხადის ფორმა, წარდგენის წესი და ვადები 1. სააგენტოს თავმჯდომარე, პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საგრანტო განაცხადის ფორმასა და მისი წარდგენის წესს. 2. განმცხადებელი ვალდებულია საგრანტო განაცხადი წარადგინოს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული საგრანტო განაცხადის ფორმისა და მისი წარდგენის წესის შესაბამისად. 3. მცირე გრანტის შემთხვევაში საგრანტო განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრება არანაკლებ 21 კალენდარული დღე, ინსტიტუციური განვითარების გრანტის შემთხვევაში კი – არანაკლებ 30 კალენდარული დღე. 4. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს არაუმეტეს ორი საგრანტო განაცხადი, მათ შორის, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ინსტიტუციური განვითარების საგრანტო განაცხადი. აღნიშნული ვრცელდება ერთი და იმავე პირის მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, რომელთა ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ი, მმართველობის ორგანოს წევრ(ებ)ი ერთი და იგივე პირ(ებ)ი არიან. 5. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საჯარო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საჯარო კონკურსი ცხადდება ჩაშლილად. მუხლი 11🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. საგრანტო განაცხადის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას ამოწმებს სააგენტო. 2. საგრანტო განაცხადი, რომელიც არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რჩება განუხილველი, რის თაობაზეც სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. სააგენტო საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, თუ: ა) არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) განმცხადებელმა წერილობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე. 4. სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობასა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. მუხლი 12🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა 1. საჯარო კონკურსში გამარჯვებული საგრანტო განაცხადი/განაცხადები ვლინდება საგრანტო განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 1 თვის ვადაში. 2. თუ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას ვადის არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე. მუხლი 13🔗. საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულების“ შესაბამისად და მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან/და გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოახდინოს რაიმე სახის ზეგავლენა. 3. საბჭო: ა)  სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტს; ბ) იხილავს განსახილველ საგრანტო განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადების დაფინანსების თაობაზე; გ) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტების ან/და დამატებით წარმოდგენის თაობაზე; დ) საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მოსაზრების მისაღებად ამ წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს სხდომაზე დარგის დამოუკიდებელი ექსპერტის ან/და შესაბამისი უწყების წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაში: ა) თუ გათავისუფლდა შესაბამისი თანამდებობიდან; ბ) თუ სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) თუ მან პირადი განცხადებით უარი თქვა წევრობაზე; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) თუ სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) თუ გარდაიცვალა. მუხლი 14🔗. აცილება 1. საბჭოს წევრი ვალდებულია საბჭოს განუცხადოს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც ხელს შეუშლის გადაწყვეტილების ობიექტურად და მიუკერძოებლად მიღებაში. 2. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა. 3. საბჭოს წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა შეუთავსებლობა, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ და მიუთითოს შესაბამისი საფუძველი. საკითხის დაყენების შემთხვევაში საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი, რომელმაც დააყენა თვითაცილება ან რომლის მიმართაც დაყენებულია აცილების საკითხი. საბჭოს წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ ამ წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. მუხლი 15🔗. საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე. 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭო უფლებამოსილია, თუკი სხდომას ესწრება მინიმუმ 10 წევრი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. თუ სხდომას ესწრება საბჭოს 10 წევრი,  საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია საბჭოს მინიმუმ 7 წევრის თანხმობა. საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 3. საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადის შეფასება შედგება ორი ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე, საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრი თითოეულ საგრანტო განაცხადზე ავსებს შეფასების ფურცელს შემდეგი წესის დაცვით: ა) საბჭოს წევრი ვალდებულია შეფასების ფურცელში კრიტერიუმების გასწვრივ მიუთითოს განსაზღვრულ ქულათა სისტემის შესაბამისად მის მიერ მინიჭებული ქულა. საბჭოს წევრს შეუძლია შეფასების ფურცლის შესაბამის გრაფაში გააკეთოს შენიშვნა/განმარტება; ბ) საბჭოს წევრი ვალდებულია მიუთითოს თარიღი, ქულების ჯამური რაოდენობა, საკუთარი სახელი, გვარი და მოაწეროს ხელი. 4. საბჭოს სამდივნო საბჭოს წევრების მიერ წარდგენილი შეფასების ფურცლების საფუძველზე ითვლის თითოეული საგრანტო განაცხადის საშუალო შეფასებას. შეფასების მაქსიმალური ქულაა 100. თუ შეფასების ფურცლების საფუძველზე საგრანტო განაცხადის საშუალო შეფასება 70 ქულას და მეტს შეადგენს, მეორე ეტაპზე საბჭო მსჯელობს საგრანტო განაცხადის სახელმწიფო გრანტით დაფინანსების საკითხზე. მეორე ეტაპზე საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად კენჭი ეყრება საგრანტო განაცხადის სახელმწიფო გრანტით დაფინანსების საკითხს. 5. საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესში, წყვეტს საბჭო. 6. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომის მდივნად განისაზღვრება სააგენტოს თანამშრომელი. მუხლი 16🔗. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენა 1. საბჭოს სხდომის ოქმს ამ წესის შესაბამისად ადგენს სხდომის მდივანი. 2. ოქმი დგება ელექტრონული ფორმით, რომელიც იბეჭდება სხდომის დასრულებისთანავე და წარედგინება საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრი და სხდომის მდივანი. 3. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) საბჭოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი, სტატუსი/თანამდებობა; დ) სხდომის მდივნის სახელი და გვარი; ე) დღის წესრიგი; ვ) საკითხების განხილვის აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. მუხლი 17🔗. საბჭოს სამდივნო 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით,  სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სააგენტოს თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს სამდივნო. 2. საბჭოს სამდივნოს საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს სამდივნო: ა) უზრუნველყოფს საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებას; ბ) ასრულებს საბჭოს წევრების მითითებებს; გ) საბჭოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე საბჭოს წევრებს უგზავნის საბჭოს მიერ განსახილველ საგრანტო განაცხადებსა და თანდართულ დოკუმენტაციას; დ) ასრულებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციებს.  მუხლი 18🔗. დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევა 1. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო განაცხადის შეფასების ეტაპზე, დამოუკიდებელი ექსპერტის სახით, მოიწვიოს ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამის სფეროში  სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად. 2. საბჭო წარუდგენს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო მოსაზრებისთვის აუცილებელ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და განუსაზღვრავს საკითხთა წრეს, რაზეც საჭიროა ექსპერტის შეფასების/მოსაზრების მიღება. 3. დამოუკიდებელი ექსპერტი საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგენს წერილობით მოსაზრებას. დამოუკიდებელი ექსპერტი საქმიანობას ახორციელებს უსასყიდლოდ. 4. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მოსაზრების წარმოუდგენლობა, ასევე მოსაზრების დაგვიანებით ან/და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას. 5. დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებას საბჭოსთვის გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი. მუხლი 19🔗. წარდგენილი საგრანტო განაცხადის შინაარსობრივი ან/და ფინანსური დაზუსტება 1. საბჭო უფლებამოსილია საგრანტო განაცხადის განხილვის ეტაპზე განმცხადებელს მოსთხოვოს ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ან/და წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. 2. საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადის დაზუსტებისთვის განისაზღვრება არაუმეტეს 5 სამუშაო დღე. ვადის გასვლის შემდგეგ საბჭო განიხილავს დაზუსტებულ საგრანტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის შესაბამისად. 3. თუ განმცხადებელმა 5 სამუშაო დღის ვადაში არ დააზუსტა საგრანტო განაცხადი, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის შესაბამისად.   მუხლი 20🔗. გამარჯვებული საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. საბჭო მსჯელობს და აფასებს განსახილველ საგრანტო განაცხადებს. 2. საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადის შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად. 3. საბჭოს შეუძლია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გაესაუბროს მას, საგრანტო ინფორმაციის ან/და  დოკუმენტაციის გადამოწმების/დაზუსტების მიზნით. 4. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაცნობასა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. 5. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილთა სია ქვეყნდება ვებგვერდზე –  www.sgma.gov.ge ან/და სააგენტოს ოფიციალური სოციალური მედიის გვერდზე. მუხლი 21🔗. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა სააგენტოსა და სახელმწიფო გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 3. სააგენტო უფლებამოსილია არ დადოს საგრანტო ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ: ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება; ბ) გამარჯვებულად გამოვლენილმა განმცხადებელმა წერილობით უარი განაცხადა საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 22🔗. საგრანტო ხელშეკრულების პირობები 1. საგრანტო ხელშეკრულება შეიცავს: ა) მხარეთა რეკვიზიტებს; ბ) საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველს; გ) საგრანტო ხელშეკრულების საგანსა და მიზანს; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ე) სახელმწიფო გრანტის ოდენობას, დაფინანსების პირობებსა და ვადებს; ვ) საგრანტო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ფორმებს; ზ) საგრანტო ხელშეკრულების შეჩერების, ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს, შეჩერებისა და შეწყვეტის წესს და საგრანტო თანხის სააგენტოსთვის უკან დაბრუნების გარემოებებს; თ) ანგარიშგების წესს; ი) დავის გადაწყვეტის წესს; კ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესსა და ფორმას; ლ) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის საკითხებს; მ) სხვა საკითხებს. 2. საგრანტო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია დეტალური საგრანტო პროექტი, გეგმა-გრაფიკი, შესაბამისი ბიუჯეტი, შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმები.     3. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სახელმწიფო გრანტის ჩარიცხვა ხორციელდება სპეციალურად საგრანტო თანხის მისაღებად საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საგრანტო თანხის ათვისებისა და ხარჯვის მიზნით. 4. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ სახელმწიფო გრანტის ფარგლებში ქვეგრანტის გაცემა. 5. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უფლებამოსილია საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ფარგლებში, ნებისმიერ მუხლსა და პუნქტში, გარდა შრომის ანაზღაურების მუხლისა და მისი პუნქტებისა, შეიტანოს ცვლილება მთლიანი ბიუჯეტის მუხლის/პუნქტის არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. 6. სახელმწიფო გრანტის მიმღები ვალდებულია სახელმწიფო გრანტის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე ან/და  საინფორმაციო/საკომუნიკაციო მასალაზე ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებისას მიუთითოს პროექტის სახელმწიფო გრანტით დაფინანსების შესახებ და დაიტანოს სააგენტოს ოფიციალური ლოგო და სრული სახელწოდება. მუხლი 23🔗. დამატებითი გრანტის გაცემის წესი 1. სახელმწიფო გრანტის მიმღებს საჯარო კონკურსის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების მიზნის ფარგლებში, საგრანტო პერიოდის დასრულებამდე, შეუძლია მიმართოს სააგენტოს დამატებითი საგრანტო განაცხადით, თუ განხორციელებულია არანაკლებ ერთი მონიტორინგი და ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე დარჩენილია საგრანტო პერიოდის არანაკლებ 2/3. 2. საგრანტო განაცხადში უნდა დასაბუთდეს დამატებითი გრანტის გაცემის საჭიროება და თან უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მოთხოვნილი დამატებითი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს. დამატებითი საგრანტო განაცხადი სააგენტოს წარედგინება ამ წესის შესაბამისად. 3. სააგენტო ამოწმებს საგრანტო განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ საგრანტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას,  სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. 4. საბჭო დამატებითი გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის შესაბამისად. 5. დამატებითი გრანტის გაცემის შესახებ სააგენტოსა და სახელმწიფო გრანტის მიმღებს შორის ფორმდება საგრანტო ხელშეკრულება ამ წესის შესაბამისად. თავი III. თანადაფინანსებითი გრანტის გაცემის წესი მუხლი 24🔗. თანადაფინანსებითი გრანტის პირობები 1. თანადაფინანსებითი გრანტის შესახებ საგრანტო განაცხადი უნდა პრიორიტეტულ მიმართულებებსა ან/და მიზნობრივ პროგრამებს. 2. თანადაფინანსებითი გრანტი გაიცემა, თუ განმცხადებელს იმავე პრიორიტეტული მიმართულებისა ან/და მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გააჩნია საგრანტო განაცხადის მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%-ის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო გრანტის ოდენობა არ აღემატება 700,000 ლარს.  მუხლი 25🔗. თანადაფინანსებითი გრანტის გაცემის წესი 1. განმცხადებელს  ნებისმიერ დროს შეუძლია სააგენტოში წარადგინოს საგრანტო განაცხადი სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური ფორმისა და მისი წარდგენის წესის შესაბამისად. 2. განმცხადებელი ვალდებულია საგრანტო განაცხადს თან დაურთოს მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%-ის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სააგენტო ამოწმებს საგრანტო განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ საგრანტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას,  სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. მუხლი 26🔗. საბჭოს მიერ თანადაფინანსებითი გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. საბჭო იხილავს განსახილველ საგრანტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დაფინანსების თაობაზე; 2. საბჭო, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტების ან/და წარმოდგენის თაობაზე. თანადაფინანსებითი გრანტის შესახებ განაცხადის შინაარსობრივი ან/და ფინანსური დაზუსტება ხორციელდება ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად. 3. საბჭოს შეუძლია თანადაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სხდომაზე მოიწვიოს ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაესაუბროს თანადამფინანსებელს ან/და განმცხადებელს. მუხლი 27🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა 1. თანადაფინანსებითი გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგრანტო განაცხადის სააგენტოში წარდგენიდან 1 თვის ვადაში. 2. თუ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას ვადის არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე. მუხლი 28🔗. თანადაფინანსებითი გრანტის შესახებ საგრანტო ხელშეკრულების დადება და მონიტორინგი თანადაფინანსებითი გრანტის შესახებ საგრანტო ხელშეკრულების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ წესის 21-22-ე, 29-31-ე  მუხლები. თავი IV. მონიტორინგი მუხლი 29🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი 1. სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 2. სააგენტო ამოწმებს და აფასებს სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. სააგენტო არ ახორციელებს იმ ღონისძიებების მონიტორინგს, რომელიც არ არის გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულებით. 4. მონიტორინგი ხორციელდება ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით. 5. მონიტორინგის განმახორციელებელი პირ(ებ)ი არ უნდა იმყოფებოდნენ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ინტერესთა შეუთავსებლობაში. ამ მუხლის მიზნებისთვის, ინტერესთა შეუთავსებლობად მიიჩნევა ნებისმიერი გარემოება, რომელიც ხელს უშლის ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით მონიტორინგის განხორციელებას. 6. მონიტორინგის სახეებია: ა) მიმდინარე მონიტორინგი; ბ) საბოლოო მონიტორინგი. 7. მიმდინარე მონიტორინგის მიზანია სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობის შემოწმება და შეფასება. 8. საბოლოო მონიტორინგის მიზანია საგრანტო ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულების  შემოწმება და შეფასება. 9. მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი ანგარიშ(ებ)ის ან/და გრანტის გამცემის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 10. მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს გასვლითი შემოწმებით ან/და დოკუმენტური შემოწმებით ან/და სხვა ფორმით. 11. გასვლითი მონიტორინგი გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების ადგილზე შემოწმებას. 12. სააგენტო უფლებამოსილია საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის მიზნით, სახელმწიფო გრანტის მიმღებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში მოსთხოვოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი ან/და შეამოწმოს შესაბამისი ადგილი. 13. სახელმწიფო გრანტის მიმღები ვალდებულია ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარადგინოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესითა და ფორმით. 14. სახელმწიფო გრანტის მიმღებს უფლება არ აქვს, თავი აარიდოს მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებას, წარადგინოს მცდარი ინფორმაცია, ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს მონიტორინგის განხორციელების პროცესს. 15. მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო გრანტის მიმღების თანხმობის გარეშე, ნებისმიერი მესამე პირისგან/ორგანიზაციდან/უწყებიდან მიიღოს საგრანტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 16. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით მიიღება შემდგომი ღონისძიებების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება. 17. სააგენტო უფლებამოსილია წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გაცნობის მიზნით, წარუდგინოს საბჭოს. მუხლი 30🔗. სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგები 1. თუ სახელმწიფო გრანტის მიმღები არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ წერილობით აფრთხილებს სახელმწიფო გრანტის მიმღებს ან/და განუსაზღვრავს ვადას დარღვევის ან/და გარემოების აღმოსაფხვრელად. დარღვევის ან/და გარემოების აღმოფხვრამდე სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს სახელმწიფო გრანტის ფარგლებში გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა, თუ სახელმწიფო გრანტის მიმღებს სრულად არ აქვს მიღებული სახელმწიფო გრანტი. 2. თუ სახელმწიფო გრანტის მიმღები განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას ან/და გარემოებას, სახელმწიფო გრანტის მიმღებს დაეკისრება საგრანტო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის თანხის უკან დაბრუნება. 3. სახელმწიფო გრანტის მიმღების მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა შესაძლოა გახდეს საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მუხლი 31🔗. საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა და აუთვისებელი გრანტის დაბრუნება 1. საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და საგრანტო თანხის უკან დაბრუნების საფუძვლები განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 2. თუ საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ დარჩება აუთვისებელი თანხა, გრანტის მიმღები ვალდებულია, საგრანტო პერიოდის დასრულებიდან საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, სააგენტოს დაუბრუნოს გრანტის აუთვისებელი ნაწილი, თუ გრანტის გამცემსა და მიმღებს შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული.