საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბაჟოების გავლით სატრანზიტო გადაზიდვებისა და რეექსპორტის განხორციელებისას დამატებითი დანახარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 11.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №849
სარეგისტრაციო კოდი 000000180.02(0).000.000220 39
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
785 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბაჟოების გავლით სატრანზიტო გადაზიდვებისა და რეექსპორტის განხორციელებისას დამატებითი დანახარჯების ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №849 1991 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბაჟოების გავლით სატრანზიტო გადაზიდვებისა და რეექსპორტის განხორციელებისას დამატებითი დანახარჯების ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთნაკადებისა და რეექსპორტის მოცულობის გაზრდით გამოწვეული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების, სატრანსპორტო არტერიების გადატვირთვის, ენერგეტიკული და სხვა სახის რესურსების დანახარჯების გაზრდის, დემოგრაფიული და სოციალური სიტუაციის მოსალოდნელი გაუარესების გამო გამოწვეული რესპუბლიკის დამატებით დანახარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკისა და უცხოეთის ქვეყნების იურიდიული პირები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბაჟოების გავლით სატრანზიტო გადაზიდვებისა და რეექსპორტის განხორციელებისას, ყოველ გარიგებაზე, საქართველოს რესპუბლიკის სასარგებლოდ გადაიხდიან საექსპორტო საქონლის ღირებულების 15 პროცენტს ფულადი ან ნატურალური გამოხატულებით საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადასახადების გარდა, აღნიშნული გადასახადი შეიძლება გაღებული იქნეს ფულადი ან ნატურალური გამოხატულებით სატრანზიტო გადაზიდვაში ან რეექსპორტში მონაწილე იურიდიული პირისა და რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი ფულადი ან ნატურალური წილი (15 პროცენტი) განისაზღვრება საკონტაქტო გარიგებების ფასის მიხედვით. რეექსპორტის განხორციელებისას, თუ რეექსპორტის საქართველოში შემოაქვს საჭირო საქონელი, რესპუბლიკის კუთვნილი წილი განისაზღვრება დაწესებულ 15 პროცენტზე ნაკლები ოდენობით. ცალკეული იურიდიული პირების აღნიშნული გადასახადიდან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალური განკარგულების საფუძველზე. აეკრძალოთ აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს თავიანთ ტერიტორიებზე ყოველგვარი სხვა გადასახადების დაწესება, გარდა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობითა და მოცემული დადგენილებით გათვალისწინებული გადასახადებისა. 2. გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეექსპორტის განხორციელების შესახებ, შესაბამისი ლიცენზიების მომზადება და გაცემა ხდება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 3. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში რეექსპორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი ლიცენზიის მომზადება და გაცემა წარმოებს იურიდიული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე არა უმეტეს 3 დღის განმავლობაში, განცხადებას თან ერთვის: - იურიდიული პირის, როგორც საგარეო ეკონომიკური კავშირების მონაწილის სარეგისტრაციო ბარათი; - საქონლის შეძენისა და რეალიზაციის კონტრაქტების ასლები ან მხარეთა მიერ ხელმოწერილი განზრახულობათა ოქმი; - ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან რესპუბლიკის კუთვნილი წილის (15 პროცენტი) გადახდის ან ნატურით გადაცემის თაობაზე (ნიმუში თან ერთვის). ლიცენციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო განმცხადებელს წერილობით აცნობებს უარის მიზეზებს. 4. ნებართვა რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო გადაზიდვის განხორციელების შესახებ გაიცემა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 5. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებულმა სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკმა, საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კონტროლის სამმართველომ 3 დღის ვადაში შეიმუშაონ და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წარმოუდგინონ ამ დადგენილების შესაბამისად შემოსული სავალუტო სახსრების რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ ანგარიშებზე ჩარიცხვისა და ნატურით გადმოცემული წილის აღრიცხვისა და განაწილების წესი. 6. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კონტროლის სამმართველომ ყოველკვირეულად მოაწოდოს ინფორმაცია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს რესპუბლიკაში განხორციელებული სატრანზიტო გადაზიდვების, საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველთვიურად შეაჯამოს და წარმოუდგინოს ანგარიში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს მოცემული დადგენილების მიმდინარეობის შესახებ. 7. რესპუბლიკის მოსახლეობის პირველადი მოთხოვნილების საქონლით უკეთ დაკმაყოფილების მიზნით 1991 წლის 15 ნოემბრიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგარეო ეკონომიკურ კავშირებში რეგისტრირებულ ყველა მონაწილეს მიეცეს სატრანზიტო, საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციებში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების უფლება. 8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში საერთაშორისო საკითხთა მთავარ სახელმწიფო მრჩეველთან შეიქმნას სპეციალური სტრუქტურული დანაყოფი რეექსპორტისა და სატრანზიტო გადაზიდვების თაობაზე მიცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობისადმი კონტროლის მიზნით. 9. თბილისის, ბათუმის, სოხუმისა და ფოთის საბაჟოებიდან და სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით განხორციელებული რეექსპორტისათვის საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი წილიდან 10-10 პროცენტი გადაეცეს სახელმწიფო მმართველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი     ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველის მოადგილე  ჯ. კვარაცხელია  დანართი ვალდებულება (ხელშეკრულება) სატრანზიტო ექსპორტის მწარმოებელი __________________________________________  სრული სახელწოდება, მისამართი, ______________________________________________________________________________ ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი და ბანკის დასახელება        საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის „       “ ნოემბრის № დადგენილების საფუძველზე ვალდებული ვარ მინისტრთა კაბინეტის ___________________________________________________________________                         სპეციალური ანგარიშის №    და ბანკის დასახელება გადავრიცხო სატრანზიტო ექსპორტით უცხოეთში გატანილი პროდუქციის ___________ , რომელიც თანხით შეადგენს ______________________________________    თავისუფლად კონვერტირებული ვალუტის დასახელება ან გადავცე  საქონელი ნატურით _____________ რომელიც შეადგენს                                                     პროცენტს _____________ათას____________________________________________________________ შესაბამისი განზომილების ჩვენებით (ტონა მ3) და ა.შ. ვალდებულება შედგენილია ოთხ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება სატრანზიტო ექსპორტის მწარმოებელს, ორი ეგზავნება საბაჟო სამმართველოს ერთი რჩება მინისტრთა კაბინეტს. საბაჟო სამმართველო ექსპორტის განხორციელებისთანავე ვალდებულების ერთ ეგზემპლარს უგზავნის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალური ანგარიში, მინისტრთა კაბინეტის წილის ჩარიცხვა მითითებული ანგარიშზე ხდება ექსპორტის განხორციელებიდან 10 დღის განმავლობაში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში სატრანზიტო ექსპორტის მწარმოებელი პირველი ხუთი დღის განმავლობაში ჯარიმის სახით იხდის მინისტრთა კაბინეტის კუთვნილი წილის 0,1 პროცენტს, ხუთი დღის ზევით 0,2 პროცენტს ყოველდღე, ოღონდ არა უმეტეს 8 პროცენტისა. ჯარიმის გადახდა არ ითვალისწინებს ექსპორტიორს ვალდებულების შესრულებისაგან. შენიშვნა: რესპუბლიკის კუთვნილი წილი შესაძლოა განისაზღვროს ცალკე (15%-ზე ნაკლები), თუ სატრანზიტო ექსპორტის მწარმოებელს რესპუბლიკაში მისაღებ ფასებში, შემოაქვს ხორბალი, პურის ფქვილი, შაქარი, კარაქი, რძის ფხვნილი, მცენარეული ზეთი, ხორცი და ხორცის პროდუქტი, მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურა. სატრანზიტო ექსპორტის                                        მინისტრთა კაბინეტის მიერ მწარმოებლის ხელმოწერა და ბეჭედი            უფლებამოსილი იურიდიული პირი     საბაჟო აღნიშვნა პროდუქციის გატარების შესახებ