გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 11.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №847
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000219 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №847
1991 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
გალის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 სექტემბრის №190 დადგენილება, მიღებულ იქნეს გალის რაიონის პრეფექტის წინადადება და გამოეყოს აფხაზეთის ტურიზმისა და ექსკურსიების საოლქო საბჭოს გალის მოგზაურობისა და ექსკურსიების ბიუროს 150-ადგილიანი ტურისტული სასტუმროს მშენებლობისათვის გალის სატყეო მეურნეობის გინძე-ეწერის უბნიდან (სოფელ მეორე გუდავაში) 1,5 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: ტყით დაუფარავი (საძოვარი) – 0,8 ჰექტარი, ტყით დაფარული - 0,7 ჰექტარი.
2. დაევალოს აფხაზეთის ტურიზმისა და ექსკურსიების საოლქო საბჭოს გალის მოგზაურობისა და ექსკურსიების ბიუროს:
ა) აუნაზღაუროს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 1,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად;
ბ) მშენებლობა აწარმოოს ზღვის ნაპირიდან არანაკლებ 120 მეტრის დაშორებით;
გ) გამოყოფილ ფართობზე მთლიანად შეინარჩუნოს ტყის ნარგავები.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია