საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

მიღების თარიღი 08.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №846
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000218 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
162 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №846 1991 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დუშეთის რაიონში გამოყოფილი მიწის ფართობის ყოფილი მიწათმოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს დუშეთის რაიონის პრეფექტების კაბინეტის სხდომის 1991 წლის 8 აგვისტოს №30 გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს პურპროდუქტების მრეწველობის რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანების შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის ხორხის მეცხოველეობის მეურნეობის მიწებიდან (სოფლები: გუდრუხი, ხარტიში, ზემო თვალივი, ქვემო თვალივი) დამხმარე სასოფლო მეურნეობის (მეცხოველეობის) მოსაწყობად გამოყოფილი 468 ჰექტარი ფართობი (სათიბი - 130 ჰექტარი, საძოვარი - 320 ჰექტარი, საკარმიდამო მიწები - 18 ჰექტარი), მასზე არსებული ფერმის შენობა-ნაგებობებით დაუბრუნდეს ყოფილ მიწათმოსარგებლეს - ხორხის მეცხოველეობის მეურნეობას. 2. ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 20 ივნისის №307 დადგენილების 27-ე პუნქტი, რომელიც ეხება საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პურპროდუქტების სამინისტროსათვის დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად ხორხის მეურნეობის მიწებიდან 468 ჰექტარი მიწის გამოყოფას. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი  ა. ლანდია