ქალაქ ქუთაისში ედუარდ როძევიჩის ქუჩისათვის ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის, სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №375
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016017
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირებისა და ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის კორნელი სანაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის იუნკერ ლევან კანდელაკის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში ედუარდ როძევიჩის ქუჩისათვის ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის, სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 375
2025 წლის 18 ივლისი
ქალაქ ქუთაისში ედუარდ როძევიჩის ქუჩისათვის ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის, სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე:
მუხლი 1🔗. ქალაქ ქუთაისში ედუარდ როძევიჩის ქუჩას მიენიჭოს ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის, სახელი.
მუხლი 2🔗. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია