თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის, შესაბამის შესახვევების სახელის შეცვლის და საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 18.07.2025
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131251993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016032
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/07/2025
231 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 10.09.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა ქარიატა და გაღმა ქარიატა უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 08.09.2023 ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 28.05.2020 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვირს N3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 29.03.2024 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 24.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის, შესაბამის შესახვევების სახელის შეცვლის და საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-131. 131251993 2025 წლის 18 ივლისი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის შესაბამისი შესახვევებისათვის სახელის შეცვლის და საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი №46-ის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ. ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის შესაბამის შესახვევებს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელი, თანდართული რუკის მიხედვით. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                     სოსო მამულაშვილი