📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2025
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016664 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/07/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,197 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.06.2025 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.08.2025 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.05.2025 ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.06.2025 ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.05.2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
23.07.2025
04.08.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2025 წლის 21 ივლისი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ.თ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​​​1 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო და მისი დებულება დამტკიცდეს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მაისის №18 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვისა და   ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული  კანონით, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3.  საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამკაცის  თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შემუშავებული მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები;  მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; მოახდინოს არსებული მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება; დ) განახორციელოს ქალთა და ბავშვთა საჭიროებების კვლევა; თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა; მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება. ასევე, განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი, შეფასების დანერგვა  და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ქალთა და ბავშვთა საკითხების უზრუნველსაყოფად; ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა საკითხების შეფასების თვალსაზრისით; ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალთა და ბავშვთა საკითხების, აქტივობების, მათი თანასწორობის უფლებების რეალიზაციისათვის; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან და მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; თ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხების  შესწავლასთან  დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) განიხილოს ქალთა და ბავშვთა საკითხების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; ლ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინებით საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და კერძო ორგანიზაციებთან; ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტი; ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხების  მდგომარეობის შესახებ; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს განკარგულებით ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო საკრებულოს წევრთაგან. 2. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 13 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურისგან და მერის მიერ განსაზღვრული სხვა პირისაგან/პირებისაგან, ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 3. საბჭოს  წევრის  შერჩევისას  უპირატესობა  მიენიჭება  ქალთა და ბავშვთა უფლებების  თემებზე  საბჭოს  წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას  ან/და მუშაობის გამოცდილებას. 4. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი. 5. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; ზ) გარდაცვალების შემთხვევაში; თ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის წესი 1.  საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს სხდომისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით,  სხდომის  ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. 6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 7. საბჭოს  სხდომაზე  განსახილველ  საკითხებზე  წინადადებებისა  და რეკომენდაციების  წარდგენის  უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილ უნდა იქნეს წერილობითი  ფორმით  2  დღით  ადრე  მაინც.  ასეთი  სახით  შემოსულ  წინადადებებსა  და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 8. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 9. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას  ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკრებულოს  წევრთაგან, საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 11.   საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. 12. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს სხდომის ოქმისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 13. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება  ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებული არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუხლი 6🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.