თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 18.07.2025
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131251994
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016033
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/07/2025
205 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე მე-4 ქუჩის, სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბეწუკელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 18.07.2025 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ საყდრიონში მდებარე მე-4 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ნუგზარ ხუცურაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 21.11.2025 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 21.11.2025 ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 06.03.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 06.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-131.131251994 2025 წლის 18 ივლისი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩისათვის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში მდებარე ვახტანგ ბეწუკელის ქუჩას შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ ბიჩელაშვილის სახელი, თანდართული რუკის მიხედვით. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                         სოსო მამულაშვილი