მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 23-ე ქუჩისათვის - „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.07.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 3525202001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016057
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ნოდარ დუმბაძის
სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების
შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ
შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №1 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 23-ე ქუჩისათვის - „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-35. 3525202001
2025 წლის 21 ივლისი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – 23-ე ქუჩისათვის – „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმის ამონაწერი) საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – 23-ე ქუჩას მიენიჭოს სახელი – „ტაძრისის ქუჩა “.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი