საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუშაო დროის ერთი საათით ადრე დაწყების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №855
სარეგისტრაციო კოდი 000000070.02(0).000.000221 4
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 11, 29/11/1991
164 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუშაო დროის ერთი საათით ადრე დაწყების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება №855 1991 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუშაო დროის ერთი საათით ადრე დაწყების შესახებ სამუშაო დროის ერთი საათით ადრე დაწყების შესახებ რესპუბლიკის მოსახლეობის მასობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით და დღის სინათლის მაქსიმალურად გამოყენების, აგრეთვე ენერგეტიკული რესურსების დაზოგვისა და ყაირათიანად ხარჯვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. 1991 წლის 18 ნოემბრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე სამუშაო დრო დაიწყოს ერთი საათით ადრე. სამინისტროებმა, უწყებებმა, საწარმოებმა, ორგანიზაციებმა მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები თავიანთ სამუშაო განრიგში. 2. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებმა, ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურებმა განახორციელონ შესაბამისი ორგანიზატორული ღონისძიებანი ამ დადგენილების აუცილებლად შესასრულებლად და სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში სამუშაო დროის დაწყების მცოცავი გრაფიკის დასანერგავად. 3. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ „საქართველომ“. საქტელერადიოდეპარტამენტმა, სხვა საინფორმაციო საშუალებებმა ოპერატიულად გადასცენ ინფორმაცია აღნიშნული დადგენილების თაობაზე, ხელი შეუწყონ მის ფართო განმარტებასა და პროპაგანდას. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                    ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველის მოადგილე                                                      ჯ. კვარაცხელია