წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2025
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-49. 492520611
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016033
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/07/2025
210 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 25.07.2025 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში/ბესიაურში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 25.07.2025 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 31.03.2023 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 31.03.2023 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 28.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულება №84 2025 წლის 25 ივლისი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე მე–7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის ოქმის შესაბამისად: 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებულ მე-2 ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ჰანრი ჭეიშვილის სახელი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის). 2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას. 3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში. 4. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11). საკრებულოს თავმჯდომარე   თეიმურაზ ჭეიშვილი