წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-49. 49260286
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.122.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  №გ-49. 49260286

2026 წლის 28 იანვარი

ქ. წყალტუბო 

                 წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში  გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის,  მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  მე-13 და მე-15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 17 დეკემბრის  №50 სხდომის ოქმის   შესაბამისად:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში არსებულ მე-17 ქუჩას გადაერქას სახელი და მიენიჭოს ბერი გაბრიელ სალოსის  სახელი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.

4. დაევალოს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

საკრებულოს თავმჯდომარე                                     თეიმურაზ ჭეიშვილი