„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2025 წლის 25 ივლისი ქ. საჩხერე |
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი 07/12/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.130.016406) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი VI ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო მუხლი 35. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო საჩხერის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. მუხლი 36. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
|
|