მარნეულის მუნიციპალიტეტის ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყიზილ-აჯლოში მდებარე 26 მაისის ქუჩა I ჩიხის გავრცელების არეალის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2025
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016016
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მესამე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში მდებარე ქუჩისათვის ერეკლე II- ის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ილტოზაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შულავერის ივერიონის უბანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყიზილ-აჯლოში მდებარე 26 მაისის ქუჩა I ჩიხის გავრცელების არეალის განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №29
2005 წლის 25 ივლისი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 26 მაისის ქუჩა I ჩიხის გავრცელების არეალის განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის სხდომის №09 ოქმის მე-3 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 24 ივლისის №32-3225205140 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 22 ივლისის №07-322520331 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესისა“ დამარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მერიის დაქვემდებარებაში შემავალი გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამუშაო ჯგუფის სხდომის 2025 წლის 16 ივლისის№4 ოქმის საფუძველზე:
1. შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 26 მაისის ქუჩა I ჩიხის გავრცელების არეალში და განისაზღვროს თანდართული სიტუაციური რუკის მიხედვით.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113) მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე