ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2025
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016015
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის
სახელის მინიჭების შესახებ „ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 ნოემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №28
2025 წლის 25 ივლისი
მარნეული
ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის სხდომის №09 ოქმის მე-2 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 24 ივლისის №32-3225205141 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 22 ივლისის №07-322520346 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ 2025 წლის 16 ივლისის მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მერიის დაქვემდებარებაში შემავალი გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამუშაო ჯგუფის სხდომის №4 ოქმის საფუძველზე,
1. განხორციელდეს, ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება ,,დანართი 1“ -ისა და თანდართული სიტუაციური რუკების მიხედვით.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან - საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე