საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №805
1991 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დაძლევისა და წარმოების გაფართოების სტიმულირების მიზნით ნება დაერთოს საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხანას“ წარმოებული პროდუქციის (ავტომატარებლების) რეალიზაცია 1991 წლის 1 სექტემბრიდან აწარმოოს სახელშეკრულებო (თავისუფალ) ფასებში.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ პროდუქციაზე სახელშეკრულებო (თავისუფალი) ფასების შემოღების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6586349/