ქალაქ თბილისში გერმანიის ფირმა „ნელოპის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
მიღების თარიღი 03.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №762
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000206 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში გერმანიის ფირმა „ნელოპის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №762
1991 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში გერმანიის ფირმა „ნელოპის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიას შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით, რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გერმანიის ფირმა „ნელოპის“ ხელმძღვანელობის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს გერმანიის ფირმა „ნელოპის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია