თბილისის საგვირაბო მშენებლობის სამმართველო „თბილგვირაბმშენის“ თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის ფირმა „თბილმეტრომშენად“ გარდაქმნის შესახებ
მიღების თარიღი 24.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №808
სარეგისტრაციო კოდი 000000180.02(0).000.000241 39
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.1991 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის საგვირაბო მშენებლობის სამმართველო „თბილგვირაბმშენის“ თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის ფირმა „თბილმეტრომშენად“ გარდაქმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №808
1991 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საგვირაბო მშენებლობის სამმართველო „თბილგვირაბმშენის“ თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის ფირმა „თბილმეტრომშენად“ გარდაქმნის შესახებ
„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის მეტროპოლიტენის ნაგებობებს, დედაქალაქის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გარდა, სამოქალაქო თავდაცვისა და სტრატეგიული დანიშნულება აქვთ და მისი რთული სპეციფიკური ტექნოლოგიური კომპლექსის მშენებლობა სახელმწიფოებრივ ყურადღებას მოითხოვს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. გარდაიქმნას თბილისის საგვირაბო მშენებლობის სამმართველო „თბილგვირაბმშენი“ 1992 წლის 1 იანვრიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გამგებლობაში შემავალ სახელმწიფო საწარმოდ – თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის სახელწმიფო ფირმა „თბილმეტრომშენად“.
2. თბილისის საგვირაბო მშენებლობის სამმართველო „თბილგვირაბმშენმა“ ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებული თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის სახელმწიფო ფირმა „თბილმეტრომშენის“ წესდება.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია