ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის I ჩიხი N16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კN 05.36.24.934) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.132.016718 81
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/08/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
262 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა N53-57-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.16.322; N05.32.03.904; N05.32.16.095; N05.32.16.096) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 29.01.2025 ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N139-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.002) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 26.03.2024 ქალაქ ბათუმში, ცოტნე დადიანის ქ. №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.30.25.016) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 25.11.2024 ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №39ა-ს სამხრეთით არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 25.09.2024 ქალაქ ბათუმში, მეზღვაურთა ქუჩა N12; N14; N14ა და N16-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.33.21.115, 05.33.21.140, 05.33.21.508, 05.33.21.137) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 29.01.2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
05.08.2025
01.12.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის I ჩიხი N16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კN 05.36.24.934) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2025 წლის 31 ივლისი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმში ანდრია პირველწოდებულის ქუჩის I ჩიხის №16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 05.36.24.934) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის I ჩიხი №16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №05.36.24.934) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ე.წ. „შავ კარკასულ მდგომარეობაში“ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა. საცხოვრებელი ბინა ერთეულების ფართობი დგინდება კანონმდებლობით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ნამატი  საანგარიშო ფართის 10%-ის ოდენობით, ან/და საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე.წ. „თეთრი კარკასული“ მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი საბაზრო ღირებულების  (საბაზრო ღირებულება განისაზღვრება საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) – აუდიტის უფლებამოსილების მქონე პირის აუდიტორული დასკვნის ან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე) გადახდით. ასეთ შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ფართი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ნამატი  საანგარიშო ფართის 4%-ის ოდენობით, ხოლო საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება მშენებლობის ნებართვის აღებამდე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი თავდგირიძე