საჯარო სამსახურში მრჩევლად დასაქმებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№309
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.025201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 309

2025 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამსახურში მრჩევლად დასაქმებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 26 ივნისის (№835-IIმს-XIმპ) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 844 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამსახურში მრჩევლად დასაქმებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
309 დანართი.docx

საჯარო სამსახურში მრჩევლად დასაქმებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა

ხელშეკრულება საჯარო სამსახურში მრჩევლად დასაქმებულ პირთან

ერთი მხრივ, საჯარო დაწესებულება ----------------------------- (შემდგომში − დაწესებულება), წარმოდგენილი (შესაბამისი თანამდებობის პირის) ------------------------------------ სახით და, მეორე მხრივ, საჯარო სამსახურში მრჩევლად დასაქმებული პირი ------------------------------- პ/ნ ------------------- (შემდგომში − მრჩეველი), ვმოქმედებთ რა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის IX​​2 თავით მინიჭებული უფლებამოსილების, ასევე ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

ხელშეკრულების საგანია, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო სამსახურში ანაზღაურების გარეშე მრჩევლის უფლებამოსილების განხორციელება, რაც ძირითადად/არსებითად მოიცავს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში სახელმწიფო მოსამსახურისთვის (მიეთითება: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის თანამდებობა) მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას.

მუხლი 2. მრჩევლის საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებები

2.1. მრჩევლის საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავს:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.2. მრჩევლის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

მუხლი 3. დაწესებულების უფლება-მოვალეობები

3.1. დაწესებულებას უფლება აქვს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მრჩეველი გაგზავნოს სამსახურებრივი მივლინებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3.2. მრჩევლის მივლინებით გაგზავნასა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინებით გაგზავნისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებისთვის დადგენილი წესები.

3.3. დაწესებულება ვალდებულია, გააცნოს მრჩეველს შინაგანაწესი და, მისი მოთხოვნის საფუძველზე, გადასცეს ის. შინაგანაწესის შესაბამისი ფორმით გაცნობის ფაქტი ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასტურდება.

3.4. დაწესებულება ვალდებულია, მრჩეველს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო გარემო.

3.5. ხელშეკრულების მხარეთა შორის ურთიერთობები, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. მრჩევლის უფლება-მოვალეობები

4.1. მრჩეველი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო მოსამსახურესთან, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთან, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირთან ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირთან შეთანხმებით.

4.2. მრჩეველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და გარემო.

4.3. მრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს მის პირად საქმეს და, ფაქტობრივი გარემოების შეცვლის შემთხვევაში, მოითხოვოს მასში ცვლილების შეტანა.

4.4. მრჩეველი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

4.5. მრჩეველი ვალდებულია, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

4.6. მრჩეველი ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

4.7. მრჩეველი ვალდებულია: საქმიანობა გამჭვირვალედ და ღიად განახორციელოს; გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებისას გახდა ცნობილი და აღნიშნული სახის ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით.

4.8. მრჩეველი ვალდებულია, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ისე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი.

4.9. მრჩეველი ვალდებულია, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები საჯარო დაწესებულების მატერიალური რესურსების ეკონომიურად გამოყენებით.

მუხლი 5. უფლებამოსილების შეჩერება

მრჩეველს მრჩევლის უფლებამოსილება შესაძლებელია, შეუჩერდეს ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით.

მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

6.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა ------------- (ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის (მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის) უფლებამოსილების ვადას).

6.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება.

მუხლი 7. შრომის ანაზღაურება

მრჩეველი საქმიანობას ახორციელებს უსასყიდლოდ.

მუხლი 8. ხელშეკრულების შეწყვეტა

8.1. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

8.1.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა.

8.1.2. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივა.

8.1.3. შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტა.

8.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება.

8.1.5. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8.1.6. მრჩევლის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.

8.1.7. საჯარო მოსამსახურის, რომელიც ამავე დროს ასრულებს მრჩევლის უფლებამოსილებას, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.

8.1.8. სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიციასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნა.

8.1.9. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება.

8.1.10. გარდაცვალება.

მუხლი 9. დავის სამართლებრივი გადაწყვეტა

ამ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

10.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად და თითო ეგზემპლარი ინახება ხელშეკრულების მხარეებთან. ხელშეკრულების ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

10.2. ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი მხარეები ადასტურებენ თანხმობას მის შინაარსზე.

დაწესებულება: მრჩეველი:

--------------------------------------- ---------------------------------------

(თანამდებობის პირის ხელმოწერა) (ხელმოწერა)