„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2025 წლის 31 ივლისი ქ. მცხეთა |
ა) წინამდებარე დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ბ) დადგენილებით დამტკიცებული 1 (პირველი) მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 2. დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება თანდართული რედაქციით.“;
დ). დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება“;
ე) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო).“;
ვ) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 13 წევრით.“.
|