„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1068 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1098
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.017583
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1098

2025 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1068 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1068 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.017553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1 და 2 2 პუნქტები:

„21. ამ ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტების გაცემის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტები ამ ბრძანების 22 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით შესაძლებელია გაიცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა და მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

22. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ბრძანების 21 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის დროებითი წესის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დოკუმენტების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი დოკუმენტების სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.“.

2. ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი–22, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანების პირველი–22, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია