„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის №1064 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1097
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.017582
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1097

2025 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის №1064 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის №1064 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.017549) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანება.

 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 და 3 2 პუნქტები:

„31. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ამ ბრძანების შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობები, ამ ბრძანებით დამტკიცებული მოწმობების ფორმების შესაბამისი მოწმობების ფორმების ამოქმედების შემდეგ, ამ ბრძანების 32 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით შესაძლებელია გაიცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა და მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

32. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული შესაბამისი მოწმობების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის დროებითი წესის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი მოწმობების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტებისა და ბრძანებით დამტკიცებული დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანების პირველი – 32 პუნქტები და ბრძანებით დამტკიცებული დანართები:

ა) დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან;

გ) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება (ჩაიწერება) მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია